ავტორი:

საბურთალოზე "ატელიე აუთლეტის" ახალი ფილიალი გაიხსნა

საბურთალოზე "ატელიე აუთლეტის" ახალი ფილიალი გაიხსნა

„ატელიე აუთლეტი“ გასულ წელს პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. Massimo Dutti, ZARA, TOMMY HILFIGER, Calvin klein, DIESEL, COS, GUESS, Roberto Cavalli, Hugo Boss - ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რასაც ქსელი კლიენტებს სთავაზობს.

პირველი მაღაზია გლდანში, შეშელიძის 124 ნომერში გაიხსნა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი აუთლეტ ქსელია. მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე „ატელიე აუთლეტმა“ რიგით მეორე ფილიალიც გახსნა, რომელიც საბურთალოზე, 26 მაისის მოედანის 1 ნომერში მდებარეობს.

აქ მოსულ კლიენტებს ეძლევათ საშუალება 50-მდე მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და პარფიუმერიაც კი შეიძინონ.

თუ რას სთავაზობს განსახვვებულს საბურთალოს ფილიალი მომხმარებლებს, ambebi.ge-სთან მაღაზიის მენეჯერმა ნათია თეთრაძემ ისაუბრა.

- რითი იქნება განსხვავებული გლდანისა და საბურთალოს ფილიალები?

- განსხვავებული იქნება იმით, რომ აქ უფრო მეტი და განსხვავებული ბრენდი გვექნება. ასევე, როგორც გლდანის ფილიალში, მომხმარებელს ყოველ შაბათს აქაც დახვდება განახლებული კოლექცია.

სამი რამ გამოარჩევს ატელიე აუთლეთს - მუდმივად განახლებადი კოლექცია, ხელმისაწვდომი ფასები ცნობილ ბრენდებზე და მომსახურების მაღალი ხარისხი. აქ მომხმარებლებზე ნამდვილად ზრუნავენ.

„ატელიე აუთლეტის“ საბურთალოს ფილიალის გახსნაზე, ბრენდის ხშირი მომხარებელი, ბახვა ბრეგვაძეც იმყოფებოდა, რომელმაც განმარტა თუ რატომ სტუმრობს ხშირად ამ აუთლეტ მაღაზიას.

ბახვა ბრეგვაძე:

- გლდანის ფილიალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაღაზიაა, რადგან ფართო არჩევანია. მთავარი ისაა, რომ საკმაოდ დემოკრატიული ფასებია. აქ ჩემთვის საყვარელი ბრენდებია, ის რაც არავის არ აქვს და ვერსად შეხვდებით. ბუნებრივია ხშირად ვსტუმრობ გლდანს, თუმცა ტერიტორიულად საბურთალოს ფილიალი უფრო ახლოსაა ჩემთან და შესაბამისად აქ უფრო ხშირად ვივლი. მომხმარებლებს ვურჩევ კვირიდან კვირამდე იჩქარონ, თორემ აღარ დახვდებათ ის, რაც მოეწონებათ. დროულად უნდა შევიძინოთ, რადგან ამ ბრენდზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის