ავტორი:

დაიწყო კუროებისთვის სასიკეთო პერიოდი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ უახლოესი 1 თვის განმავლობაში

დაიწყო კუროებისთვის სასიკეთო პერიოდი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ უახლოესი 1 თვის განმავლობაში

მზემ ვერძის ნიშანი დატოვა და კუროს ზოდიაქოში გადავიდა, სადაც 22 მაისამდე დარჩება. როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებისთვის? ქართველი ასტროლოგები საკუთარ რეკომენდაციებს გვიზიარებენ:

ხათუნა ნოელი:

- მზემ ვერძის ნიშანი დატოვა და კუროს ზოდიაქოში გადაბრძანდა. ჩვენც, შესაბამისად, ცოტა უფრო ზანტები, სამაგიეროდ უფრო პრაგმატულები და ნაკლებ იმპულსურები შევიქმნებით. გაიზრდება სურვილი, რომ გარემო უფრო კომფორტული გვქონდეს, რაც სავარაუდოდ დაგვეხმარება თავქარიანი ტყუპი მარსისა და სულსწრაფი ვერძი მერკურის დაბალანსებაში. კუროებთან ერთად სასიამოვნო პერიოდი უდგათ ქალწულებსა და თხის რქებს, უნდა იფრთხილონ მორიელებმა, მერწყულებმა და ლომებმა. წყლის სტიქიის წარმომადგენლებიც კარგად იგრძნობენ თავს. დანარჩენები - ნეიტრალურად.

პ.ს. ეს მხოლოდ მზით პროგნოზია. რეალური სურათი შესაძლოა მეტ-ნაკლებად შეიცვალოს პირადი რუკიდან გამომდინარე.

ნახეთ ვიდეო: კვირის ასტრო-პროგნოზი ხათუნა ნოელთან ერთად

ქეთი ვაწაძე:

- დაიწყო კუროებისთვის სასიკეთო პერიოდი! 22 მაისამდე მზე კუროშია!

ეს სასიკეთო პერიოდია ასევე მიწის სხვა ნიშნების, თხის რქისა და ქალწულისთვის, ასევე წყლის ნიშნების წარმომადგენლებისთვის (მორიელმა დროდადრო შესაძლოა უფრო გაღიზიანებულად იგრძნოს თავი - ოპოზიციური დგომის გამო. გული არ გაიტეხოთ, ეს დაძაბულობა ხანგრძლივი არ იქნება).

ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს 1 თვე მოცდა მოგიწევთ, თუმცა პირადი რუკის მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლოა თქვენთვისაც მშვენიერი პერიოდი აღმოჩნდეს! ყველაფერი მაინც პირად მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.

წარმატებულ თვეს გისურვებთ!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს