ტატიშვილი და მეოთხედფინალი კიდევ უფრო დაახლოვდნენ

ტატიშვილი და მეოთხედფინალი კიდევ უფრო დაახლოვდნენ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი) მერვედფინალში ანა ტატიშვილის მეტოქე ჩეხი ევა ჰრდინოვა იქნება, რამაც 20 წლის ქართველის შანსები საგრძნობლად გაზარდა.

მსოფლიო რეიტინგში 303-ე ადგილზე მყოფი ჰრდინოვა კვალიფიკაციას ვერ გასცდა და ძირითად ბადეში საერთოდ არ უნდა ეთამაშა, თუმცა, არგენტინელი ხისელა დულკოს უარის შემდეგ, ასპარეზობის გაგრძელების უფლება "იღბლიანი წაგებულის" სტატუსით მიიღო და ბედის წყალობა კარგად გამოიყენა.

26 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა ECM Prague Open 2010-ის საკვალიფიკაციო ბადეში ფრანგ ნატალი პიკიონს (183-ე) 6:2, 3:6, 7:6 (7:1) სძლია, შემდეგ პოლონელ იუსტინა იეგიოლკას (მე-400) 6:2, 6:3 მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ქსენია პერვაკთან (103-ე) 2:6, 1:6 განადგურდა.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა კარგი დღე არც თანამემამულე ანა ჩაკვეტაძეს აყარა და პირველ რაუნდში 6:2, 6:3 მოუგო, ჰრდინოვამ კი შანსი კიდევ ერთ რუს ანა ლაპუშენკოვას (107-ე) არ დაუტოვა და 7:5, 6:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რეიტინგში 156-ე ადგილზე მყოფმა ტატიშვილმა საწყის წრეში ასევე სენსაცია მოახდინა და სლოვაკი მაგდელენა რიბარიკოვა 0:6, 7:5, 7:5 დაამარცხა, რისთვისაც 30 სარეიტინგო ქულა მიიღო.

თუკი ანამ ჰრდინოვასაც აჯობა, მეოთხედფინალში გააღწევს და 5 340 დოლართან ერთად, ერთბაშად 70 ქულას გამოიმუშავებს, რაც კლასიფიკაციაში საგრძნობი წინსვლის (დაახლოებით ათი პოზიცია) წინაპირობაა.

ტატიშვილის და ჰრდინოვას მატჩი ხვალ გაიმართება.

"მსოფლიო სპორტი"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო