ავტორი:

„დამიწერია რამდენიმე მოთხრობა კონკურსისთვის, რომლებიც შემდეგ პერიოდშიც დაიბეჭდა“- რამაზ გიგაურის პირველი წიგნის ამბავი

„დამიწერია რამდენიმე მოთხრობა კონკურსისთვის, რომლებიც შემდეგ პერიოდშიც დაიბეჭდა“- რამაზ გიგაურის პირველი წიგნის ამბავი

პირველი ნაწარმოები ავტორისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ხშირად ის ფართო საზოგადოებამდე ვერც აღწევს, მაგრამ ავტორისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. რიგ შემთხვევაში კი მწერლები ცნობილები თავისი პირველივე ნაწარმოებით ხდებიან. საინტერესოა, რომელია ცნობილი ქართველი მწერლების პირველი ნაწარმოებები და რა ბედი ეწია მათ. გადავწყვიტეთ, პირველი წიგნის ისტორიები შეგვეგროვებინა.

რამაზ გიგაური თავის პირველ წიგნს იხსენებს:

„ქვეყანაში სადაც გვაქვს მრავალსაუკუნოვანი მწერლობა და გვყავს მსოფლიო დონის მწერლები და პოეტები, წერით ვერავის გააკვირვებ, რა თქმა უნდა. მეც ბავშვობიდან ვწერდი მოთხრობებსაც, ლექსებსაც, თუმცა ჩემი პირველი წიგნი საკმაოდ გვიან, 2012 წელს გამოიცა. მაშინ 37 წლის ვიყავი. ჩემი პირველი წიგნი ლექსების კრებული „ლურჯი რვეული“ იყო. იგი აერთიანებდა ჩემს დიდი ხნის განმავლობაში შექმნილ სხვადასხვა ლექსებს. ვთვლი, რომ ჩემი წიგნები ჩემი შვილებივით არიან და პირველ შვილს, ანუ „ლურჯ რვეულს“ ვუწოდებდი სიყრმის შვილს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

თუმცა დატრაბახების გარეშე ვიტყვი, რომ მწერლობაში აღიარება და ყველა სახის წარმატება ჩემმა რიგით მეორე წიგნმა- „წარმატების 365 გასაღები“ მომიტანა. წიგნი უკვე ოთხჯერ გამოიცა და მისი ტირაჟი რამდენიმე ათასს ასცდა. ამ წიგნში ნამდვილად ძალიან დიდი ენერგია ჩავდე, 12 წელი ვემზადებოდი და მსურდა მსგავსი ტიპის წიგნის დაწერა, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო თავს ვიკავებდი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ის პირობები, რომელიც მე მინდოდა წიგნზე მუშაობის პროცესში მქონოდა, შესაძლოა ცხოვრებაში არასდროს დამდგარიყო და შესაძლოა, ისე მოვმკვდარიყავი, რომ ეს წიგნი ვერ დამეწერა. შემდეგ ჩემს თავს ესეთი ამოცანა დავუსახე: წარმოიდგინე, რომ 1 წელიწადში კვდები და თუ რაიმეს გამკეთებელი ხარ, გააკეთებ ახლა ან ვერასოდეს ვერ გააკეთებ-მეთქი! დავიწყე წერა და ზუსტად 1 წელიწადში დავწერე იგი.

რაც შეეხება თვითონ მწერლობას, მე მიმაჩნია, რომ ნიჭის გარდა ეს არის უდიდესი შრომა, მწერალს უნდა შეეძლოს ძალიან ბევრი შრომა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. ადამიანები ძალიან ბევრს წერენ ან გადაწერენ, განსაკუთრებით როდესაც პროზაზეა საუბარი. ძალიან ხშირად სწორედ ამ გადაწერაში მოდის ის საბოლოო ფორმა, რაც მკითხველამდე მიდის ბოლოს. ეს პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი არის დიდი მოტივაცია დამწყები მწერლებისთვის, მოტივაცია იმისა, რომ შენ გაქვს შანსი, შენმა წიგნმა გაიმარჯვოს და შენი სახელი და გვარი გაიგოს მთელმა საქართველომ. კონკურსს ის დადებითი მხარეც აქვს, რომ მისი მიმდინარეობის დროს ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ ბევრი ახალი სახე, რომელიც შემდგომ ძალიან ბევრ კარგ წიგნს დაწერს. დღეს მწერლობას არც თუ ისე ულხინს საქართველოში ამიტომ მსგავსი ტიპის კონკურსები ნამდვილად კარგი საშუალება და დიდი მოტივაციაა ახალგაზრდა ამბიციური მწერლებისთვის. მე თავადაც დამიწერია რამდენიმე მოთხრობა კონკურსისთვის, რომლებიც შემდეგ პერიოდშიც დაიბეჭდა“.

ასეთია რამაზ გიგაურის პირველი წიგნის ისტორია. დამწყებ მწერლებს კი დიდი შანსი ეძლევათ, რომ მათი პირველივე წიგნები ბესტსელერები გახდნენ. ამ შესაძლებლობას ავტორებს „პალიტრა L-ის“ კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ აძლევს. თუ გაქვს სურვილი და ნიჭი იმისა, რომ წერო, ეს კონკურსი ნამდვილად შენთვისაა, რადგან კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

უკვე ორი წელია კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ნიჭიერ ადამიანებს ეძებს და აძლევს იმის საშუალებას, აიხდინონ ყველაზე სანუკვარი სურვილი - შეუერთდნენ მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლების რიგებს. პირველი ორი კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები დღეს ქართულ ბაზარზე რეალური ბესტსელერები არიან, ახლა კი შენი ჯერია!

თუ გიყვარს წერა, თუ გიყვარს ლიტერატურა და გინდა შენი სახელი ამ სამყაროს დაუკავშირო, 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით აუცილებლად უნდა გამოგზავნო განაცხადი მეილზე: book@palitra.ge და მისცე შენს ოცნებას ახდენის საშუალება.

განაცხადის შესახებ და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს