ავტორი:

"ნუ დაუგდებთ ყურს ჭორებს, ნურც თქვენ იჭორავებთ..." - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები 4 მაისამდე

"ნუ დაუგდებთ ყურს ჭორებს, ნურც თქვენ იჭორავებთ..." - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები 4 მაისამდე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს:

"25 აპრილს თითქმის ორბისში შევიდა მარსისა და ნეპტუნის კვადრატი. პიკს მიღწევს 27-ში და დაშლაზე წავა, 4 მაისს ამოიწურება.

რას მოიტანს?

ინტრიგებს, მოტყუების მცდელობებს, არაფრის კეთების, პასიურობის სურვილს, იმედგაცრუებას და დეპრესიულობას.

ეს დღეები ნუ მიმართავთ ყოველ უმნიშვნელო წვრილმანზე ახლობლებს რჩევისთვის, ზოგი რამ თავადაც გადაწყვიტეთ. ახლა ისეთი პერიოდია, ადამიანების უმეტესობას საკუთარი პრობლემებიც ბევრი აწუხებს. შესაძლოა ისინი ამჯერად მზად არ იყვნენ ყურადღება და თანაგრძნობა გამოხატონ.

  • არ გადადგათ ახლა არცერთი ნაბიჯი, თუ სიტუაცია მაქსიმალურად არ გაქვთ შესწავლილი და შედეგები გათვლილი. ის კი არადა, შესაძლოა გეგონოთ, რომ ყველაფერი გარკვეული გაქვთ, მაგრამ შეცდომაში აღმოჩნდეთ შეყვანილი. ნუ დაუგდებთ, მითუმეტეს, ყურს ჭორებს, ნურც თქვენ იჭორავებთ. ფრთხილად, მტრებს არ სძინავთ! და ახლა ისინი განსაკუთრებულად საშიშნი არიან!
  • პირად ურთიერთობებში იყავით უშუალო და გულწრფელი, ნუ დაიწყებთ ამ დღეებში სიტუაციის გამორკვევებს, შედეგი ნეგატიური იქნება.
  • არასასურველი პერიოდია ქორწინებისათვის, ნათლობისათვის, პირველი ზიარებისათვის.
  • მოერიდეთ ალკოჰოლს და თრობის სხვა საშუალებებს.
  • არაა რეკომენდებული ქირურგიული ჩარევები, ნარკოზი, ყველანაირად თავი შეიკავეთ თვითმკურნალობისაგან.

4 მაისი არის ასპექტის მუშაობის მაქსიმალური ვადა. 29-დან ეს ასპექტი უკვე საგრძნობლად სუსტი იქნება.

ასტროლოგი რელიგიურ დღესასწაულებსაც ეხმაურება და სახარებაში მოცემულ ასტროლოგიურ ცნობებს აქვეყნებს:

"არსებობს ჰიპოთეზა, რომ ქრისტეს 12 მოციქული იყო 12 განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნის, თუმცა ეს არ არის დამტკიცებული.

იოანეს სახარებაში წერია: "თომა ერთი ათთორმეტთაგანი, რომელ არს "მარჩვიბ" - ანუ პირდაპირ წერია, რომ თომა, 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი - არის "მარჩვიბი" - ანუ "ტყუპები". მაგრამ მას ტყუპისცალი არ ჰყოლია. ასტროლოგიაში ყველაზე ურწმუნო არის "ტყუპების" ნიშანი. როდესაც ქრისტე აღდგომის შემდეგ მოევლინა თავის მოწაფეებს, ყველამ დაიჯერა მისი აღდგომა, თომას გარდა. გამოდის, რომ უნდა ვიგულისხმოთ - თომა იყო "ტყუპების" ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული.

დანარჩენ მოწაფეებზე სახარებაში არაა მსგავსი ინფორმაცია მოცემული. თუმცაღა, ადრეული ქრისტიანული ხნიდანვე სხვადასხვა ასტროლოგები ცდილობდნენ პარალელები გაევლოთ ქრისტეს მოციქულების ხასიათსა და ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

მაგრამ ინტერპრეტაციები ყოველთვის ყველასთან ერთნაირი როდის იყო. ასე მაგალითად, ზოგი ასტროლოგისათვის კურო სვიმონია, ზოგისთვის კი ფილიპე. ოღონდ რამდენიმე მოციქული ყველა ავტორთან ერთსა და იმავე ზოდიაქოსთან იგივდება, მაგალითად პეტრე ყველა ჩამონათვალში ვერძს განასახიერებს.

ასეთივე დაბეჯითებით მეორდება სიებში იუდას ნიშანიც. კერძოდ კი არსებობს ჰიპოთეზა, რომ იუდა ისკატიოტელი თევზების ზოდიაქოს ნიშნს წარმოადგენდა.

ვფიქრობ, ეს პარალელი ძალზე სიმბოლურია ახლა, როდესაც ბრწყინვალე შვიდეულის ჟამს ემთხვევა ლილიტის თევზებში გადასვლა. და მგონია, რომ ჩვენ ყველანი ლილიტის ამ ტრანზიტის დროს სწორედ რწმენით და ერთგულებით გამოვიცდებით".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს