ავტორი:

"ორმა კაცმა მცემა, დანიელიც დაასახიჩრეს..." – 22 წლის გოგონასა და მის შვილზე ძალადობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ორმა კაცმა მცემა, დანიელიც დაასახიჩრეს..." – 22 წლის გოგონასა და მის შვილზე ძალადობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს

22 წლის თეკო მიქაძე ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ოჯახის ნათესავების მხრიდან. როგორც ახალგაზრდა ქალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, 26 აპრილს, ძალადობის მსხვერპლი ის და მისი ორი წლის ვაჟიშვილი გახდნენ. ახალგაზრდა დედის თქმით, თავისივე ბებიის ნათესავმა მამაკაცებმა, მამა–შვილმა მას სასტიკად სცემეს.

როგორც თეკო მიქაძე აღწერს, ძალადობის ფაქტი 26 აპრილს, ქალაქ ვანში მოხდა. მან ბავშვის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს, დალურჯებები აღენიშნება თვალსა და შუბლზე. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ნათესავის ოჯახში მას შემდეგ მივიდა, რაც გაარკვია, რომ მისმა ნათესავმა ნიკა გიორგაძემ მისი შვილი ორი წლის ბავშვი წააქცია და ბიჭუნამ ამის შედეგად მიიღო დაზიანებები. მას შემდეგ რაც თეკო მიქაძემ და მისმა დედამ ნათესავებთან საქმის გარკვევა დაიწყეს, 55 წლის მამაკაცმა და მისმა შვილმა, ასევე ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა ქალმა, გოგონა სცემეს.

მისივე პოსტში ვკითხულობთ, რომ ის ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ქმრის მხრიდანაც ყოფილა, რის გამოც ყოფილი მეუღლე ციხეშიც იჯდა. თეკო მიქაძის თქმით, მის ცემაში მონაწილე ნიკა გიორგაძე, გარდა იმისა, რომ ნათესავია, მისი ყოფილი ქმრის მეგობარიცაა და შეკამათება სწორედ ამ საკითხზე მოუვიდათ.

"ორმა კაცმა მცემა და დანიელიც დაასახიჩრეს დღეს. ამას იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ პასუხი აგებინოს სულით მოძალადე ხალხს. იცოდეთ, როგორი კაცები არიან ვანში!

ყველამ შეხედეთ როგორაა დანიელი დასახიჩრებული, მერე ჩემი თავი და ხელები ნახეთ, როგორ ვარ. ორი კაცი – ნიკა გიორგაძე და მისი მამა სულიკო გიორგაძე და ასევე ერთი მაგათი შინაბერა ქალი ნაზი გიორგაძე ერთად რომ მირტყამდა სამივე და მერე თქვით, რომ სადმე სამართალი არსებობს და ვანში კაცი არის დარჩენილი სადმე.

...ჩამარტყა ნიკამ, მერე დაეხმარა მამამისი სულიკო და ბოლოს ნაზიც. სამივე ერთად მირტყამდნენ. ნიკა და სულიკო დედიკოსკენაც გაიწივნენ დასარტყამად და დედიკოს დანიელი ეჭირა და კიოდა დანიელს არ მოხვდესო.

...ვანში რომ ვინმე ერთი წესიერი კაციც ცხოვრობდეს, წესით 22 წლის გოგოს ცემა 55 წლის კაცს და მის არაკაც შვილს არ უნდა შერჩეს. ამდენი წელია ვისაც უნდა ყველა მე მირტყამს ან ჩემს ოჯახს და კაციშვილი არაა პატრონი. საშველი არაა, აი თავს რომ მოვიკლავ იცოდეთ, რომ ჩემი ცხოვრების გაუბედურებაში თქვენ მიგიღძვით ბრალი. ამას იმიტო ვწერ რომ ისეთი ნაცემი ვარ მგონი ხვალამდე ვერ მივაღწიო და თუ ჩავაკვდი ესე აკანკალებული და ცოცხალ-მკვდარი დღეს დედაჩემს ხელებში, იცოდეთ ვისი ბრალია. დედის და დანიელის ესეთი მდგომარეობა რო ვერ ავიტანე და ამბავი ვიკითხე, მაგის გამო მეც გამიგდო ორმა არაკაცმა ფეხქვეშ. ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვარ 4 წელია უკვე და თუ არავინაა ჩემი დამხმარე ამ ქვეყნად, მაშინ ბებიაჩემთან მიწაში ყოფილა ჩემი ადგილი და წავალ და თქვენც დაისვენებთ და მეც", – წერს 22 წლის თეკო მიქაძე.

იხილეთ ვიდეო: 22 წლის ქალი სოციალურ ქსელში, მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის შესახებ წერს - რას ამბობს დაზარალებულის მამა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აქვს. როგორც უწყებაში AMBEBI.GE–ს განუმარტეს, შემთხვევის შესახებ თეკო მიქაძის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გვიან ღამით შეიტყვეს და პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა. თუმცა, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა შეხვდათ, რადგან როგორც გოგონა "ფეისბუქის" კომენტარებშიც ამბობს, არ უნდა ჩივილი, რადგან მოძალადე ოჯახი მისი ნათესავია.

პოლიციამ შემთხვევაზე უკვე დაიწყო გამოძიება 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ დანაშაულის გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დედასაც და ბავშვსაც ჩაუტარდებათ ექსპერტიზა დაზიანებების წარმომავლობის გასარკვევად, ასევე მიმდინარეობს საქმეში მონაწილე პირების გამოკითხვა.

VIDEO: "კბენა იცის, თქვენც მიდით, დაგესხმევათ თავზე, დაგკაწრავთ" - რას ჰყვება ყოფილი დედამთილი რძალზე, რომელიც ნათესავებს ცემაში ადანაშაულებს

"თოკი, რომლითაც ლუკა დაიხრჩო, ტრაქტორზე აღარ იყო გამობმული, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო" - რა ვერსიები აქვთ ახლობლებს ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც რუისპირში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

თბილისში, რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს