ავტორი:

საკუთარი ხელით გამომცხვარი სააღდგომო პასკა და შინ შეღებილი კვერცხები - პრეზიდენტი დიასახლისის ამპლუაში

საკუთარი ხელით გამომცხვარი სააღდგომო პასკა და შინ შეღებილი კვერცხები - პრეზიდენტი დიასახლისის ამპლუაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომას საკუთარი ხელით გამომცხვარი პასკითა და შინ შეღებილი წითელი კვერცხებით შეხვდა. პასკის გამოცხობა პრეზიდენტის სააღდგომო ტრადიციაა, რომელსაც არასდროს ღალატობს. სალომე ზურაბიშვილის სადღესასწაულო სამზადისზე სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის აღდგომა - როგორ გააწყო ზურაბიშვილმა სადღესასწაულო სუფრა

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ვნების კვირეულის მიწურულს, პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება და პროდუქტების საყიდლად თავად მიდის.

სალომე ზურაბიშვილი დახლებს შორის მოქალაქეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. პრეზიდენტი არაერთი მობილური ტელეფონის ობიექტივში მოხვდა.

ემიგრაციაში გაზრდილი პრეზიდენტი მზადების პროცესში "იმედის კვირას" უყვება, რომ აღდგომა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში წასული მისი წინაპრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული იყო. პარიზის ქართული სათვისტომო მას განსაკუთრებულად აღნიშნავდა.

ზურაბიშვილების ოჯახში პასკასაც ყოველთვის სახლში აცხობდნენ. სააღდგომო ნამცხვრის გამოცხობა პრეზიდენტს მამის ძმამ ასწავლა.

პრეზიდენტის თქმით, აღდგომა მისთვის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, იმედისა და სიხარულის დღეა. სწორედ ამიტომ ამ დღეს ყველა ქვეყანასა თუ კონტინენტზე აღნიშნავდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო დიპლომატიურ მისიაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები