ავტორი:

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ განაცხადების მიღებისათვის ერთი დღე დარჩა

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ განაცხადების მიღებისათვის ერთი დღე დარჩა

სახალხო და მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსზე - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ განაცხადების მიღების დრო იწურება. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გასაგზავნად 1 დღე დარჩათ.

კონკურსზე, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა-ხელშეწყობაა, განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყო და 1-ლიმაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მათ, ვისაც წერა უყვარს და ფიქრობს, რომ ეს კარგად გამოსდის; მათ, ვინც საკუთარ წიგნსა და წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, შეუძლიათ, ოცნება რეალობად აქციოს.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მესამე წელია ატარებს. გასული 2 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებულები თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, ელის დოჯსონი და შორენა ხუხუა გახდნენ, ხოლო 2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“ ხალხის რჩეულია, ჟიურის რჩეულები კი ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" არიან.

გამარჯვების შემდგომ დებიუტანტ ავტორებს ჰქონდათ წიგნის პრეზენტაციები, არა მარტო თბილისში, არამედ მონაწილეობას იღებდნენ ბიბლუსის „დიდ ლიტერატურულ ტურნეში“, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტელე და რადიო გადაცემაში, უნივერსიტეტებში.

ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა, როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.

წესები და პირობები:

https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი