ავტორი:

ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი 4 მაისის ჩათვლით

ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი 4 მაისის ჩათვლით

4 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, პირველ მაისს დედაქალაქში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.

„პირველ მაისს, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამასთან, აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც იყოს.

2 მაისს, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსი იქნება. ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 27-28 გრადუსი იქნება“, - განაცხადა „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, 3 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. ტემპერატურაც დაიკლებს და უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი 4 მაისამდე შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი