ავტორი:

კალიფორნია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - ვინ არის მარკ დომინგო, რომელიც "ლას-ვეგასის ტრაგედიის" განმეორებას გეგმავდა

კალიფორნია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - ვინ არის მარკ დომინგო, რომელიც "ლას-ვეგასის ტრაგედიის" განმეორებას გეგმავდა

ამერიკაში 26 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მარკ დომინგო დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, იგი კალიფორნიაში მემარჯვენეების მიერ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე აფეთქებას გეგმავდა. გამოძიების ინფორმაციით, არმიის ყოფილ ქვეითს მსხვერპლის მაქსიმალური რაოდენობა უნდა მიეღო.

bbc.com-ის ცნობით, ახალგაზრდა სამხედრომ ისლამი ახლახან მიიღო და გეგმაზე, რომელიც "დიდი მსხვერპლით" უნდა დასრულებულიყო, მარტიდან მუშაობდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ 30-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ბომბის აწყობას მარტის დასაწყისიდან გეგმავდა. მისი ძირითადი სამიზნე ებრაელები, რამდენიმე ეკლესია და პოლიციელები უნდა ყოფილიყვნენ.

პროკურატურის ცნობით, მარკ სტივენ დომინგო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის შურისძიებას გეგმავდა. მათი ინფორმაციით, ამის შესახებ ეჭვმიტანილი სოციალურ ქსელშიც წერდა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი მხარდაჭერას გამოთქვამდა.

"გასულ პარასკევს მან თვითნაკეთი ბომბები მიიღო, თუმცა ეს მახე იყო. სინამდვილეში მას ასაფეთქებლების მსგავსი, ხელთნაკეთი მოწყობილობა FBI-ის აგენტმა გადასცა, რომელიც მასთან რამდენიმე თვით ადრე კონტაქტობდა... ის სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ქალაქ ლონგ-ბიჩში გეგმის განსახორციელებლად მიდიოდა" – წერს გამოცემა.

ამერიკის პროკურტურის თანახმად, მარკ დომინგო ყოფილი ქვეითი სამხედროა და მას ძალიან მაღალი საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული.

უწყების ცნობით, გამოძიების წარმატებული მუშაობის შედეგად, მათ მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა შეძლეს. FBI–ის აგენტთან საუბრისას, რომელიც 19 აპრილს შედგა, ამბობდა, რომ ისეთი ბომბების დამზადება სურდა, რომლის აფეთქების შემთხვევაში 50-მდე ადამიანი დაიღუპებოდა. მან საუბარში ასევე ახსენა 2017 წლის ოქტომბერში მომხდარი ლას-ვეგასის სროლა, სადაც 58 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, ტერაქტი ლას-ვეგასში 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხდა. 64 წლის პენსიონერმა სტივენ პედოქსმა სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა და 58 ადამიანი მოკლა, 500-მდე კი დაჭრა.

"შევძელით და 27-28 აპრილის დასვენებებზე, ძალიან მძიმე შედეგები ავიცილეთ თავიდან. მარკ დომინგომ ჩვენს აგენტთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ როდესაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ამერიკაში აღმოჩდებოდნენ, ის მათ შეუერთდებოდა..." - ნათქვამია ამერიკის პროკურატურის განცხადებაში, რომლის ცნობითაც, მისი აყვანის ოპერაცია ისე შესრულდა, რომ მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ შექმნია. მარკ დომინგოს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე