ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება გინდათ და რაში დაგეხმარებათ HOTSALE-ს შეფასების სისტემა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება გინდათ და რაში დაგეხმარებათ HOTSALE-ს შეფასების სისტემა

ელექტრონული კომერციის ლიდერმა კომპანია HOTSALE-მა საიტზე შეფასების სისტემა დაამატა, რომელიც უკვე არაერთმა ადამიანმა გამოიყენა. ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მომხმარებელს არჩევანის გაკეთების პროცესი გაუმარტივდება. მეორე მხრივ კი, კომპანიები უფრო მეტად ეცდებიან, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება თუ პროდუქცია შესთავაზონ და რეიტინგი გაიუმჯობესონ.

როგორც HOTSALE-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ სოსელია განმარტავს, კომპანია მუდმივად შეთავაზებული მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნავს და შეფასების სისტემის დამატებაც ამ სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„აღნიშნული სიახლე მომხმარებელს ბაზარზე პირველებმა შევთავაზეთ. ზოგადად, ელექტრონულ კომერციაში შეფასების სისტემა არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომელიც კომპანიას ხარისხის ამაღლებაში, მომხმარებელს კი საჭირო მომსახურების მიღებაში ეხმარება. ჩვენს საიტზე შეფასება შესაძლებელია 5 ვარსკვლავიანი სისტემითა და ასევე კომენტარის გაკეთების საშუალებით. საიტზე შეფასების სისტემა უკვე დანერგილია, ახლა კი მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მომხმარებლების აქტივობა, რომ შეფასების სისტემა ეფექტური იყოს,” - აღნიშნავს მარიამ სოსელია.

მომხმარებელთა აქტივობას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური სურათის მიღება რთული იქნება. სწორედ ამიტომ HOTSALE მის თითოეულ მომხმარებელს მოუწოდებს, სერვისისა და პროდუქტის მიღების შემდეგ აუცილებლად შეაფასოს ის საიტზე. ყველას, ვისაც მაღალი დონის მომსახურების მიღება სურს, თავად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესს საიტზე აქტიურობითა და შეფასების სისტემის გამართვაში მონაწილეობით.

როგორც ჰოთსეილში განმარტავენ, შეფასების სისტემა მომხმარებელს დაეხმარება: მიიღოს რეკომენდაცია სხვა მომხმარებლებისგან, რაც არჩევანის გაკეთების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია; გაარკვიოს რამდენად რეალურია შეთავაზება; მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეძენის დროს. მეორე მხრივ, შეფასების სისტემა კომპანიას დაეხმარება: გაიგოს მომხმარებლის აზრი საკუთარ მომსახურებაზე; მომხმარებლების რეკომენდაციების საფუძველზე დახვეწოს და გააუმჯობესოს შეთავაზება; გაიგოს მომხმარებლის აზრი სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიების შესახებ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი