ავტორი:

შემთხვევა ნუცუბიძეზე - ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა

შემთხვევა ნუცუბიძეზე - ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა

ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია