ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს კლინიკის პრეზენტაცია და სტარტაპების დემო დღე „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ მონაწილეებისთვის გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს კლინიკის პრეზენტაცია და სტარტაპების დემო დღე „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ მონაწილეებისთვის გაიმართა

თბილისის კრეატიული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Henley Business Shool-ის მონაწილეობით 2019 წელს ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ მიერ ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით არის შექმნილი და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. წარმოდგენილი იყო ბიზნეს კლინიკაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ნებისმიერი სახის კონსულტაცია უკვე არსებულ თუ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტარტაპებზე. პროექტში მონაწილეობას დაახლოებით 100 ბენეფიციარი იღებს.

“თბილისის კრეატიული ცენტრი არის პროექტი, რომელიც ქარვასლაში, თბილისის ისტორიის მუზეუმში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით შეიქმნა. ეს არის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ მიერ ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ამ ეტაპზე წარმოვადგენთ ბიზნეს კლინიკასაც, რაც გულისხმობს შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სტარტაპებისთვის სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერას, მათი სტარტაპების ხელშეწყობას სხვადასხვა კომპონენტში, გადამზადებას, კონსულტაციას და ა.შ. ბიზნეს კლინიკის ფარგლებში წარმოვადგენთ პრეზენტაციას, სადაც კლინიკის კონცეფციაა განხილული და ასევე, წარმოდგენილნი არიან ყველა ის სტარტაპები, რომლებიც კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობენ და ამ პროექტის ბენეფიციარები არიან. სტარტაპები წარმოადგენენ თავიანთ იდეებს და იმ პროგრესს, რომელიც მათ ამ პროექტის ფარგლებში გაიარეს“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ.

მისივე თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მხარს უჭერს არა მხოლოდ კრეატიულ სტარტაპებსა და სამეწარმეო აქტივობებს, არამედ, ინგლისური ენის კომპეტენციის გაღრმავებასაც.

„ზოგადად, სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გატანა ენის კომპეტენციის არსებობის გარეშე ძალიან რთულია. საქართელოში ამ მხრივ მდგომარეობა ცოტა გამოსასწორებელია, რადგან ენის მაღალი კომპეტენცია არც ისე ბევრ მეწარმეს აქვს, განსაკუთრებით, კრეატიულ ინდუსტრიებში. ბენეფიციარებისთვის საჩუქრად ბრიტანული საბჭოს მიერ დაფინანსებული ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა გაიხსნა. ამიტომ, პროექტის ფარგლებში ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვან შედეგებს ველოდებით“, - აღნიშნა ენუქიძემ.

ბიზნეს კლინიკის მონაწილეებმა თავდაპირველ ეტაპზე გადამზადება გაიარეს კრეატიული სტარტაპ იდეის გენერირებიდან იდეის კომერციალიზაციამდე. მათ ჩაუტარდათ Workshop-ები, რომლის ფარგლებშიც სტარტაპების იდეის გენერირებაზე, განვითარებასა და კომერციალიზაციაზე ყველანაირი ინფორმაცია მიიღეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა და პროექტის მონაწილე ვატო ღუდუშაურმა საკუთარი სტარტაპ იდეის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, პროექტი არტ ინკუბატორი ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგია. ზოგადად, ხელოვნების ცოდნა ადამიანის კულტურას უსვამს ხაზს და ამას ძალიან ვემხრობი. ჩვენი სტარტაპის იდეა არის „შაზამი ნახატებისთვის“, რაც გულისხმობს ორ რამეს: ერთი ხელოვნური ინტელექტის შექმნაა, რომელიც ნახატებს ასლებიდანაც ამოიცნობს, ხოლო მეორე ბაზის სექმნაა, სადაც დიდი მხატვრების ნამუშევრებს ჩვენ თვითონ ავტვირთავთ, თანამედროვე მხატვრებს კი ექნებათ საშუალება, თავად შექმნან თავიანთი პროფილები და საკუთარი ნამუშევრები ატვირთონ. თანამედროვე მხატვრებისთვის შეიქმნება შესაძლებლობა, სახელი გაითქვან, ამასთანავე, გამარტივდება ნახატების არჩევა, გაყიდვა, აუქციონების ჩატარება და ა.შ.“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი