ავტორი:

ფოტოები დავით გარეჯიდან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს

ფოტოები დავით გარეჯიდან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი გადის, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ სიმბოლურად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთს, რომელზეც აზერბაიჯანული მხარე პრეტენზიას გამოთქვამს, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მშვიდობიან გზავნილი გაუგზავნეს მეზობელ აზერბაიჯანს, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს შემადგენლობაში.

ცოცხალ ჯაჭვში მონაწილე ადამიანები, სხვადასხვა საგალობლებს ასრულებენ და იმედოვნებენ, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხი უმტკივნეულოდ უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის აღნიშნულ ნაწილთან მისასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით გამოიარეს.

აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელ ბილიკზე რამდენიმე ლოკაციაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არიან, რომლებიც სიტუაციას აკვირდებიან.

პერიმეტრზე ასევე არიან ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც ადგილზე მოქალაქეთა გადაადგილებას აკონტროლებენ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქციის მიმდინარეობისას არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ