ავტორი:

ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაური მოკლეს - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაური მოკლეს - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ საველე მეთაური მოკლეს, რომელიც ღაზას სექტორში შეიარაღებული დაჯგუფებებს ირანიდან ფულადი სახსრებით აფინანსებდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება.

„ღაზას მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული ჰამედ აჰმედ აბედ ქუდარი ისრაელის თავდაცვის არმიისა და სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„როიტერის“ ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქუდარი იმ ავტომობილში იყო, რომელიც საჰაერო დარტყმის შედეგად აფეთქდა.

ამასთან, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 120 ობიექტს დარტყმები მიაყენა. ისრაელის მედიის ცნობით, ეს საპასუხო ნაბიჯი იყო ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაზე.

ისრაელის არმიამ „ჰამასის“ დაზვერვის შტაბი დაბომბა და გაანადგურა „ისლამური ჯიჰადის“ მიწისქვეშა გვირაბები.

დღეს ისრაელში არ მუშაობენ დაწესებულებები და სკოლები იმ ქალაქებში, რომლებიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარეობენ. მუშაობენ მხოლოდ ის დაწესებულებები, სადაც თავშესაფრებია მოწყობილი.

4 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელს დაახლოებით 220 რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათი“ ჩამოაგდო.

საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მიმართვას ავრცელებს.

“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად”, - ნათქვამია მიმართვაში.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი +97236093206, +972526919092

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე