ავტორი:

"უზომოდ ბედნიერი ვარ.... ვამაყობ ჩემი ცოლით!" - პრინცი ჰარი ბავშვის დაბადების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა

"უზომოდ ბედნიერი ვარ.... ვამაყობ ჩემი ცოლით!" - პრინცი ჰარი ბავშვის დაბადების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა

ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათში პრინცმა ჰარიმ მედიასთან განაცხადა, რომ უზომოდ ბედნიერია, დედა და ბავშვი კი თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

მეგან მარკლმა გუშინ გამთენიისას იმშობიარა, პატარა ბიჭის დაბადების შესახებ ინფორმაცია კი დღის მეორე ნახევარში გავრცელდა.

„ეს ყველაზე საოცარი ამბავი იყო, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა, გადამხდენოდა. ძალიან ბედნიერები ვართ და მადლობას გიხდით ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ჰარიმ.

მართალია, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელოდებიან მშობლების გადაწყვეტილებას, რას დაარქმევენ ბავშვს, თუმცა პრინცი ამბობს, რომ ახალშობილისთვის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ. ბედნიერი მამა ამბობს, რომ სხვა დეტალების შესახებ საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს, მალევე ექნებათ ბავშვის ნახვის საშუალებაც.

VIDEO : ბავშვი, რომელსაც მსოფლიო ელოდა, დაიბადა - პრინც ჰარის პირველი ემოციური კომენტარი ვაჟიშვილის შეძენის შემდეგ

„ვამაყობ ჩემი ცოლით და როგორც ყველა მამა, ვფიქრობ, ჩემი შვილი საოცარია. უზომოდ ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ყველას,“ - აღნიშნა ჰარიმ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე