ავტორი:

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა ან დამატება დღეს, 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა ან დამატება დღეს, 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ექნებათ.

ამასთან, მათივე ცნობით, 7 მაისის 18:00 საათამდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილე კანდიდატებსაც.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მესამე ეტაპი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება და ამის შემდეგ აბიტურიენტები განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, გაითვალისწინოს ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.naec.ge.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი