ავტორი:

ღონისძიება სპეციალურად ქალებისთვის - ფსიქოლოგისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია

ღონისძიება სპეციალურად ქალებისთვის - ფსიქოლოგისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია

ნებისმიერ ორსულს უამრავი შეკითხვა უჩნდება, რომლებზე პასუხებსაც ეძებს. იქნება ეს კვების საკითხები, თავის მოვლა, სტრესი და ა.შ. შეკითხვები ბლომად არის და ყოველთვის ვერ ვახერხებთ მათ დასმას სპეციალისტებისთვის.

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" განსაკუთრებულ ღონისძიებას გეგმავს ყველა ქალბატონისთვის, რომელიც ორსულად არის ან გეგმავს ორსულობას. ეს იქნება ერთგვარი უფასო კონსულტაცია - ვინც ღონისძიებაზე მივა, შესაძლებლობა ექნება, შეკითხვები დაუსვას გინეკოლოგსა და ფსიქოლოგს.

შეხვედრა 7 მაისს, 19:00-ზე, ჭავჭავაძის 7-ში, "ბიბლუსი გალერეაში" იგეგმება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ღონისძიება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

მოწვეულები არიან სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი თიკო გოთუა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, უამრავი მადლიერი პაციენტი დაუგროვდა და ხშირად გვიზიარებს გამოცდილებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. რისგან უნდა შეიკავოს თავი ფეხმძიმე ქალმა, საჭიროა თუ არა ყოველდღიურ რეჟიმზე უარის თქმა და ცხოვრების რიტმის შეცვლა, გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება, თუნდაც კვების ან ფიზიკური აქტივობის კუთხით – ამ და სხვა თემებზე მეანგინეკოლოგი თიკო გოთუა ისაუბრებს.

სტრესი ორსული ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი პრობლემაა. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები შეიტყობენ თუ როგორ უნდა მართონ სტრესი მარტივად და როგორ შეინარჩუნონ კარგი განწყობა ფეხმძიმობის ნებისმიერ მონაკვეთში - ხოლო თუ როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ მიზანს, ამაზე მათ ფსიქოლოგი ეკა ჯავახიშვილი გაესაუბრებათ.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იქნება გამოტანილი წიგნები, რომლებიც ეხება ორსულობას, ბავშვის აღზრდას და მსგავს თემებს. ეს ის წიგნებია, რომლებიც ყველა დედის ბიბლიოთეკაში უნდა ინახებოდეს.

როგორც გითხარით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. "ბიბლუსი გალერეას" თავისუფალი სივრცე მზადაა უმასპინძლოს სტუმრებს.

იხილეთ ბმული

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი