ავტორი:

ვინ არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

ვინ არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა, რომელზეც დაკავებულია 7 პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი.

7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

AMBEBI.GE-მ მოიპოვა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია და მათი ფოტოები. ოთხი დაკავებული ერთი ოჯახის წევრია და ისინი გვარად აბრამიძეები არიან.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულები არიან ოჯახის უფროსი ვიაჩესლავ აბრამიძე, მისი მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი. აბრამიძეების წყვილს სამი შვილი ჰყავთ და სავარაუდოდ, დანაშაულებრივ სქემაში მათგან ორი იყო ჩართული, რომლებიც შსს-მ უკვე დააკავა.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - არსებული ინფორმაციით, ყოველივე ნარკოდანაშაულს უკავშირდება