ავტორი:

6 აგვისტოს Jessie J „ბლექ სი არენაზე“ იმღერებს!

6 აგვისტოს Jessie J „ბლექ სი არენაზე“ იმღერებს!

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონიალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Areგაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა"Price Tag", "Domino" და "Laserlight" - კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერამნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთისდედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვისცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ Jessie J-მ ზედიზედ 2 ალბომი გამოსცა, რომლებმაც არტისტის გავლენა და ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

2014 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესადა ნიკი მინაჟთან ერთად. ტრიოს ახალმა მუსიკალურმა ნამუშევარმა არაერთი ქვეყნისათეულში წამყვანი პოზიციები დაიკავა და ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

ამავე წელს გავრცელებული ალბომის Sweet Talker შემდეგ, არტისტმა რამდენიმე წლიანი პაუზა აიღო და ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა შემოქმედებითი გზა. მისთვის გადამწყვეტი პროდიუსერ DJ Camper-თან შეხვედრა აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანელარტისტს რიგით მეოთხე სტუდიური ალბომის, R.O.S.E.-ს ჩაწერაში დაეხმარა . 4 ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარიმთლიანად Jessie J-ს ტექსტების მიხედვით შეიქმნა, რამაც არტისტს საშუალება მისცა, ალბომი პერსონალურ განაცხადად და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოდ ექცია. ალბომისთვის მიძღვნილი ტურნეს პერიოდში კი ჩაიწერა მორიგი კრებული This Christmas Day,რომლის დასრულებასაც სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევესაკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სიარენას“ მსმენელის წინაშეც. Jessie J-ს ცოცხალი შესრულება ხშირ შემთხვევაში არათუჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც მის სტუდიურ ჩანაწერებს. არტისტების ახალითაობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული ბრიტანელი შემსრულებლისკონცერტზე მოხვედრა მელომანებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს