ავტორი:

"სამეფო ბავშვის" პირველი ფოტოები - მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილთან ერთად

"სამეფო ბავშვის" პირველი ფოტოები - მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილთან ერთად

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის პირველ ფოტოებს independent.co.uk ავრცელებს. მეგან მარკლმა ვაჟიშვილი 6 მაისს დილის საათებში გააჩინა, პატარა უკვე ორი დღისაა, თუმცა მშობლები მის სახელს ჯერჯერობით არ ამხელენ.

ფოტოებზე ბედნიერი მშობლები ახალშობილ ვაჟთან ერთად არიან ასახულნი. ჩვილს თეთრი ფერის სამოსი მოსავს, ისევე როგორც მეგან მარკლს, რომელმაც ორსულობის დროს საგრძნობლად მოიმატა წონაში.

პრინცმა ჰარიმ შვილის დაბადების შესახებ ემოციური კომენტარი მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ამაყობს მისი ცოლით:

"ეს ყველაზე საოცარი ამბავი იყო, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა, გადამხდენოდა. ძალიან ბედნიერები ვართ და მადლობას გიხდით ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ვამაყობ ჩემი ცოლით და როგორც ყველა მამა, ვფიქრობ, ჩემი შვილი საოცარია. უზომოდ ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - განუცხადა სასექსის ჰერცოგმა ჟურნალისტებს.

მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"

ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი გამოვლინდა - რას აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში

15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ