ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მისვლას არ აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მისვლას არ აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მისვლას არ აპირებს და ხვალ მივა. ამის შესახებ პარლამენტთან, კარავში მყოფმა მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„დღეს არის დასვენების დღე. დღეს, 11:00 საათზე არ ვარ სუს-ში დაბარებული, ხვალისთვის ვარ დაბარებული. იურისტებთან ერთად მივალ. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს ხვალ, 12:00 საათზე პროცესი აქვს, როგორც კი ეს პროცესი ჩამთავრდება, შემდგომ მოხდება ჩემი დაკითხვა. მარიამ კუბლაშვილთან და მეორე ადვოკატთან ერთად. ჩვენ სამნი მივალთ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე 3 დღის წინ დაიბარა, თუმცა მაშინ მაჩალიკაშვილი უწყებაში არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ სუს-მა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის სახით რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, რასთან დაკავშირებითაც მაჩალიკაშვილსა და მის ძმის შვილს შორის საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა. სუს-ის ბრიფინგის შემდეგ, გუშინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ „არ იცოდა რა თემაზე უნდა დაეკითხათ, თორემ სუს-ში მივიდოდა და ახლა მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო“, რადგან ტერორისტული აქტის მომზადების არანაირი გეგმა არ ჰქონია და მზად იყო გამოძიების ყველა შეკითხვისთვის პასუხი გაეცა. აღნიშნულის მერე გუშინვე სუს-მა მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარა, რაზეც მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ უწყებაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამოკითხვაზე დღეს, 11:00 საათზე მივიდოდნენ, თუმცა გუშინ საღამოს მაჩალიკაშვილმა პოზიცია ისევ შეცვალა და კვლავ აღნიშნა, რომ სუს-ში მისვლას აღარ აპირებს, რადგან „9 მაისი დასვენების დღეა“. მაჩალიკაშვილი დღეს უკვე აცხადებს, რომ გამოკითხვაზე ხვალ მივა.

თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს, 11:00 საათზე ელოდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ