ავტორი:

"გოგაშვილს შვილი ჩემმა მეუღლემ მოუკლა და იმიტომ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი ტეროროსტი?! არც რცხვენია" - მედიკო მარგოშვილი

"გოგაშვილს შვილი ჩემმა მეუღლემ მოუკლა და იმიტომ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი ტეროროსტი?! არც რცხვენია" - მედიკო მარგოშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლის მედიკო მარგოშვილის განცხადებით, მისი მეუღლის დაკავების მოლოდინი არ აქვს, თუმცა რომც დააკავონ, საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ ოჯახი მაინც გააგრძელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეუღლე სუს-ში გამოკითხვაზე ხვალ ადვოკატებთან ერთად მივა.

"არ მგონია, რომ მალხაზი დააკავონ. მე დღეს დილით მოვისმინე ის ჩანაწერი. ვფიქრიბდი, მივიდე ტელევიზიაში და სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნო. თავის ძმისშვილს არიგებს. ერთადერთი, გოგაშვილზე ამბობს, რომ მისი ვინაობა დაადგინოს, სად მიდის, საფლავი რომ იცოდეს. ბოლოს მაგის ერთი სიტყვაა, თუ არის ამის ჩანაწერი - „უნდა ავაფეთქოთ გოგაშვილი". წარმოიდგინეთ, შვილჩაცხრილული, ასეთი ტრაგედიის მერე ქუჩაში დგას წელიწადნახევარია და სამართალს ვერ პოულობს", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია რა უნდა ხელისუფლებას მათი ოჯახისგან, რადგან მათი ტრაგედიით "ხელისუფლება ვერ გაძღა".

მედიკო მარგოშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მათი ოჯახის დისკრედიტაცია სურს.

„ჩვენ, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით", - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

ამასთან ის გამოეხმაურა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუს, სადაც გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტად იხსენიებს.

"გოგაშვილს შვილი მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუკლა და იმიტომ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტი?! არც რცხვენია. სიტყვა ტერორისტი ძალიან დაიზეპირეს ჩინოვნიკებმა. რამდენი მკვლელობა მოხდა, ერთი კვირის წინ 4 ადამიანი მოკლეს, მაგრამ ტერორისტიაო ჯერ არავის უთქვამს. უბრალოდ, ჩვენი ხეობის, ეთნიკური უმცირესობიდან უნდათ, რომ ასეთი სახელით შეგვლახოს ამ სახელმწიფომ. არ ვიცი, ამას რა დავარქვა“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

ამასთან, მარგოშვილის თქმით, თუ მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია არ იყო დაგეგმილი, საინტერესოა, რატომ არ არის დაკავებული კონკრეტული სპეცრაზმელი.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ სპეცოპერაციის ღამეს მაჩალიკაშვილების ოჯახში არ ყოფილა, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ ღამე არა, თუმცა სოსო გოგაშვილი მათ სახლში მეორე დილით მივიდა და პირისპირაც ესაუბრა.

"ვეთანხმები, იმ ღამეს არ ყოფილა. მე გოგაშვილივით ტყუილს არ ვამბობ, როცა გათენდა, 10:00 საათზე როცა გამოვედი მეზობლის კარიდან, რათა მენახა ჩემი შვილი (ქალები მეზობლად გაგვიყვანეს, ოჯახის უფროსი დარჩესო.) ვითხოვდი შესვლას, გზაში მე და გოგაშვილს გვქონდა შელაპარაკება. მე არც ვიცოდი, მაშინ ვინ იყო გოგაშვილი. მაშინ მითხრა, ვინ გყავდათ სტუმრებიო, თითის დაქნევით მითხრა, ხომ გახსოვს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რა მოხდაო?! სტუმრებს ვის გულისხმობთ არ ვიცი-მეთქი, მაგრამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რაც მოხდა ვუყურე, მერე რა შუაშია-მეთქი?! თითის დაქნევით მითხრა, ძალიან კარგად იცი, რაც არისო. იგივე გაიმეორა მეორე დღეს ჩაყვანილ უხუცესებთან", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ