ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ

მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში ის დღეს გამოკითხვაზე 15:00 საათზე დაიბარეს და მისი ორი იურისტი რასაც ურჩევს, ისე იმოქმედებს. აღნიშნული კომენტარი მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სუს-ის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს.

„დღეს სუს-იდან მოვიდა წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს, 15:00 საათზე უნდა მოხვიდეთ დაკითხვაზეო. მე ვკითხე, შეიძლება ჩემს იურისტებს დაველაპარაკო-მეთქი?! რამდენადაც ვიცი, ხვალ, 15:00 საათისთვის ვიყავი დაბარებული. ამ წუთას დაველაპარაკები იურისტებს და შემდეგ გიპასუხებთ. მათ მაშინვე მოაწრეს ხელი, რომ ეს ადამიანი თანახმა არ არის დაკითხვაზე გამოგვყვესო და წავიდნენ. ჩემს პასუხს არ დაელოდნენ. ჩემი გადაწყვეტილება არის ისეთი, რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც სუს-ის წარმომადგენელმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუცხადა, დღეს იგი 15:00 საათზე სუს-ში უნდა გამოცხადდეს, ამასთან სთხოვეს, რომ გამოცხადების უწყება ჩაებარებინა და ხელი მოეწერა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი უწყებას არც ხელი მოაწერა და არც ჩაიბარა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს