ავტორი:

რა ცვლილებები ელით მაისში ზოდიაქოს ნიშნებს

რა ცვლილებები ელით მაისში ზოდიაქოს ნიშნებს

ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც რთული პერიოდი აქვს, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ წინ სასიამოვნო ცვლილებები ელით. ზოგჯერ მინიშნება გვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და რომელ ცხოვრებისეულ სფეროში უნდა ავიღოთ პაუზა.

ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი სწორედ იმ სასიამოვნო ცვლილებების შესახებ გვიამბობს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ელით მაისის თვეში. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. ვერძი

მაისში წარმატება იმ ვერძებს ელით, რომლებიც ახალ წამოწყებებს გაბედავენ. იქნება ეს სწავლა, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება, სხვაგან გადასვლა და ა.შ. მაისი ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაც.

ფული შესაძლოა ისეთი წყაროდან მიიღოთ, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ. ისინი, ვინც სამსახურს ეძებენ, აუცილებლად იპოვიან მას მაისში. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ. და რაც მთავარია: დასაოჯახებელი ვერძები თავის სიყვარულს იპოვიან.

2. კურო

კუროს ყველა რესურსი ექნება იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. არ შეჩერდეთ შუა გზაზე და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

გამოყავით მთავარი მეორეხარისხოვანისგან. დაუთმეთ მეტი დრო ახლობლებს და დასვენებას და თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა უბრალოდ შესანიშნავი იქნება.

3. ტყუპები

ტყუპებს მაისში ყველა შანსი აქვთ იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღონ ურთიერთობებისგან და პროდუქტიულად იმუშაონ. ერთადერთი პირობაა: არ წაეპოტინოთ მიუწვდომელს და არ დაისახოთ გრანდიოზული გეგმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შელახული თავმოყვარეობა თქვენს გეგმებსა და იმედებზეც იმოქმედებს. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ და გაარკვიოთ რა გინდათ. კარგი დროა საცხოვრებლის შესაცვლელად. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს