ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და სუს-ის წარმომადგენლები

რაზე შეთანხმდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და სუს-ის წარმომადგენლები

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი ადვოკატები და სუს-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მისი გამოკითხვა ხვალ, 15:00 საათზე მოხდება.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა ადვოკატებმა განუმარტეს, რომ არანაირ პრობლემას ადგილი არ აქვს.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ უწყებიდან მოსული წარმომადგენელი. ვეუბნებოდი, რომ ამ წუთას დავურეკავ ჩემს იურისტებს, შევუთანხმდები რა ინფორმაცია აქვთ მათ. მე კომუნიკაცია მაქვს ჩემს იურისტებთან. პარასკევს, 15:00 საათზე უნდა წავიდე დაკითხვაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც მოსული იყვნენ, ადამიანურ ენაზე ვესაუბრებოდი. დარწმუნებული ვარ, ადამიანურ ენაზე საუბარი სუს-ში არავის ესმის. ამის გააზრების უნარი მაქვს. აქედან გამომდინარე, დღეს დავუკავშირდი ჩემს ადვოკატებს, ჩემი ადვოკატები მეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ არის და ჩვენ შეთანხმებულები ვართ სუს-თან, რომ დაკითხვა შედგება პარასკევს, 15:00 საათზე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს