ავტორი:

მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა - ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა -  ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150-მდე სული ძროხა დაეხოცა. მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ.

ფერმერი აცხადებს, რომ მას სოლიდური ზარალი მიადგა, რადგან საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰყავდა შეძენილი.

მოხმდარ ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, დაახლოებით 50 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი აღინიშნა.

“ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ