ავტორი:

"მოდი ჩემთან და მითხარი - მე არ ვარ დამნაშავე" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს მოუწოდებს, რომ შეხვდეს

"მოდი ჩემთან და მითხარი - მე არ ვარ დამნაშავე" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს მოუწოდებს, რომ შეხვდეს

სოსო გოგაშვილო, მე დღესაც პარლამენტთან ვარ, თუ ჩემს წინაშე არ გრძნობ დანაშაულს, თუ 1% მაინც დაგრჩა კაცობის, ღირსების, ნუ გეშინია, მოდი ჩემთან და მითხარი - მე არ ვარ დამნაშავე, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემის მსვლელობის დროს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას უკანონო გზებით არ აპირებს.

"მაქვს რამდენიმე კითხვა, ხვალაც სანამ გამოკითხვაზე მივალ და დღესაც პარლამენტთან ვარ, თუ ჩემს წინაშე არ გრძნობ დანაშაულს, თუ 1% მაინც დაგრჩა კაცობის, ღირსების, ნუ გეშინია, მოდი ჩემთან და მითხარი - მე არ ვარ დამნაშავე, არ ვარ მე საშიში კაცი! მე არ ვარ მხეცი, რომ ვიღაცას დავეტაკო და ზიანი მივაყენო, როგორი მტერიც არ უნდა იყოს", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს განახორციელოს უკანონო ქმედება სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის საწინააღმდეგოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის რუსთაველზე არ იქნებოდა.

"სოსო გოგაშვილო, რომ მდომოდა შენთვის და შენი ოჯახისთვის რამის დაშავება, აქ არ დავჯდებოდი. მე ეს არ მინდა და ვცდილობ, ყველანაირად ჩავეტიო კანონში, სამართალში და სამართლიანად, თემირლანის საპატივცემულოდ, იმ ახალგაზრდების საპატივცემულოდ და საქართველოს მოსახლეობის საპატივცემულოდ, აღვასრულო კანონიერად და მე ამას გპირდები სოსო გოგაშვილო. სოსო გოგაშვილო, მე ვახა ტერლოევი, მალხაზ მაჩალიკაშვილი გპირდები, რომ სამართლიანობას კანონით აღვასრულებ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი