რომელია ყველაზე სანდო მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და საინტერესო დეტალები გამარჯვებულის შესახებ

რომელია ყველაზე სანდო მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და საინტერესო დეტალები გამარჯვებულის შესახებ

ყველაზე სანდო მულტიპროფილურ საავადმყოფოდ „ნიუ ჰოსპიტალსი“ დასახელდა. ასეთია გამოკითხვის შედეგი, რომელიც Facebook ჯგუფში „ვისაც რეზიდენტურა ადარდებს“ ჩატარდა. ეს არის 7 000-მდე წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც სამედიცინო განათლების მქონე პირები არიან გაწევრიანებული. კვლევის მონაწილეთა 30.7%-მა ყველაზე სანდო მრავალპროფილურ კლინიკად „ნიუ ჰოსპიტალსი“ დაასახელა. კვლევა ჩატარდა 22/02/2019 – 22/03/2019 პერიოდში, დამოუკიდებელი მკვლევარის, ექიმი ანესთეზიოლოგის ვასილ ხაჩიაშვილის მიერ.

როგორ მოახერხა „ნიუ ჰოპიტალსმა“, რომ ყველაზე სანდო კლინიკად დასახელდა და რა კრიტერიუმები ხდის მას სანდოდ? - ამ კითხვებით „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორს გიორგი რამიშვილს მივმართეთ.

რით არის „ნიუ ჰოსპიტალსი“ გამორჩეული კლინიკა და რა უპირატესობებით შეძლო გამარჯვება?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გამოკითხვის შედეგები ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პაციენტების აზრი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამავდროულად არანაკლებ გვიხარია კოლეგების პოზიტიური შეფასებაც. ძალიან ამაყები ვართ მიღებული შედეგით, რომელსაც თავისი მიზეზი, რა თქმა უნდა, აქვს.

პაციენტმა კარგი სამედიცინო სერვისი რომ მიიღოს, კლინიკა სამ აუცილებელ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა, გამოცდილი სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს და კლინიკაში პროცესების გამართულობა - ჩვენ სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ ეს განაპირობებს წარმატებას რასაც კოლეგების და პაციენტების ნდობის მოპოვება ჰქვია.

მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურის შესახებ, რა განაპირობებს მის უნიკალურობას?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ინფრასტრუქტურის მხრივ ამიერკავკასიაში ნამდვილად გამორჩეულია - 250 საწოლიანი კლინიკის ყოველი კვადრატული მეტრის ინფრასტრუქტურა შექმნილია პაციენტების უსაფრთხოების დასაცავად და იმ პირობების შესაქმენლად, სადაც გამოცდილი პერსონალი საუკეთესოდ შეძლებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

ეს არის ევროპული სტანდარტით აშენებული საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილია ვენტილაციის და სივრცეებში წნევების მართვის, გათბობა-გაგრილების, სტერილური ჰაერის ნაკადების კონტროლის, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემებით, სამედიცინო წყლის, ჟანგბადის წარმოების ავტომატური სისტემებით, რომოდენიმე ავტონომიური დენის წყაროთი, წყლის მომარაგებითა და მრავალი სხვა. კლინიკაში ავტომატურად მუდმივად კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა. კლინიკაში თითოეულ სივრცეს გააჩნია ჰაერ-ცვლის რეგულირების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სივრცის ჰაერის არევა არ ხდება. სადაც საჭიროა, მაგალითისათვის, პედიატრიულ პალატებში შექმნილია უარყოფითი წნევა, შედეგად, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ერთი პაციენტის ინფექცია მეორეს გადაედოს.

განცალკევებული ვენტილაცია მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოებისთვისაც. ხანძრის შემთხვევაში ავტომატურად ხდება სივრცეების იზოლირება არა მხოლოდ ცეცხლისგან, არამედ კვამლისგანაც. დეტექტორების მიერ კვამლის ადრეულ სტადიაზე დეტექციის შემდგომ, სართულებს შორის წყდება ჰაერის მიმოსვლა და ხდება მაღალი წნევით ჰაერის მიწოდება საევაკუაციო გასასვლელებში და შესაბამისად, ლიფტების უსაფრთხო მუშაობა იმ დროის განმავლობაში რაც ევაუკაციისთვის არის გამოყოფილი.

თქვენ ახსენეთ უარყოფითი წნევა პალატებში. რას ნიშნავს ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი?

კლინიკის თითოეულ სივრცეში იმართება წნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოთახიდან, რომელშიც ვირუსული და გადამდები სენით დაავადებული პაციენტი იმყოფება, ჰაერი გამოდის არა გარეთ, დერეფანში, არამედ - იწოვება გარეთ.

რაც შეეხება საოპერაციოსა და საპროცედუროს, ეს სივრცეები რითია გამორჩეული?

ახალ შენობაში 4 საოპერაციო განთავსდა და საერთო ჯამში 14 ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საოპერაციო გვაქვს. თითოეულ მათგანში სტერილური ჰაერის კონტროლი ხდება. სოპერაციოში დაყენებული ფილტრები ფილტრავს ჰაერის უმცირეს ნანო ნაწილაკებსაც კი და ჭერიდან სტერილური ფარდის სახით ეფინება პაციენტსა და საოპერაციო არეს. ესეთი ტიპის სისტემები ბევრგან არის დაყენებული, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი პუნქტი - თუ როგორ ხდება ამ სისტემების კონტროლი. ჩვენთან ეს ხდება ევროპიდან ჩამოყვანილი სერტიფიცირებული პროფესიონალების მიერ. ისინი ზომავენ, რამდენად სწორად არის დაყენებული წნევები, რამდენად საკმარისად ხდება სტერილური ჰაერის მიწოდება და რამდენად ადეკვატურად ხდება არასტერილური ნაწილაკების ფილტრების მიერ შეკავება. მათ მიერ გაცემული დასკვნები არის გარანტია იმისა, რომ სტერილობა ჩვენს საოპერაციოში დაცულია. ზოგადად, საოპერაციოების აღჭურვილობას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ვიძენთ.

კლინიკის წარმატების კიდევ ერთ მიზეზად მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი დაასახელეთ. ვინ არიან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმები?

ექიმების, ექთნების და დამხმარეების ძლიერი გუნდი მართლაც ჩვენი წარმატების გასაღებია. გვყავს ევროპიდან მოწვეული ექიმებიც: გასულ წელს ჩვენს გუნდს შემოუერთდა ლიტველი პროფესორი, ოტო-რინო-ლარინგოლოგის პროფესორი საულიუს ვაიტკუსი, რომელიც ატარებს ურთულეს ქირურგიულ პროცედურებს. ოპერაციებს ატარებენ ასევე თვალის ქირურგები ჩეხეთიდან, ხორვატიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან. პატარა პაციენტებს ქირურგიულ დახმარებას მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი და მისი კოლეგები აღმოუჩენენ. ევროპელი კოლეგები ჩვენს კლინიკაში სასწავლო საქმიანობასაც ეწევიან - მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდა კოლეგებისათვის ფასდაუდებელი სამსახურია. უნდა ისიც ითქვას, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ გამოცდილების გაზიარების პროცესი ორმხრივია, და თითონაც ბევრს სწავლობენ ჩვენი გამოცდილი ექიმებისაგან.

კლინიკაში ექიმები მტკიცებით ფაქტებზე დამყარებულ მედიცინით ხელმძღვანელობენ, რაც პაციენტის მკურნალობის დროს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობას, ამერიკისა და ევროპის პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გაზიარებას მოიცავს. კლინიკაში ფუნქციონირებს სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მიზანია თითოეული პროცედურა (სამედიცინო და არასამედიცინო) მისალმებით დაწყებული, სამედიცინო ჩარევით და პაციენტის გაწერით დამთავრებული - დადგენილი პროტოკოლის მიხედვით შესრულდეს და ამით დაცული იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მიღწეულ იქნას საუკეთესო სამკურნალო შედეგი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი