ავტორი:

"იქნებიან ახალი სახეები..." - კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებსა და არჩევნებთან დაკავშირებით, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე

"იქნებიან ახალი სახეები..." - კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებსა და არჩევნებთან დაკავშირებით, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე

ის, რომ პარტიაში მიმდინარეობს გაჯანსაღების პროცესი, ეს სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუთითებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაჯანსაღების პროცესი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ არასდროს შეჩერებულა.

„მე არ გამოვრიცხე, რომ იქნებიან ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, როდესაც ხდება პროფესიონალი კადრების მიღება. გაჯანსაღების პროცესი არასდროს შეჩერებულა "ქართულ ოცნებაში". ყოველთვის ჩვენი კარი ღიაა.

ეს არ მიუთითებს სამთავრობო ცვლილებებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება, პრობლემას ამაში ვერ ხედავს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რათა პირველივე ტურში მოხდეს არჩევნების დასრულება. პრობლემა არც ის არის, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც 50%-იანი ბარიერი შემოიღო”, - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები