ავტორი:

"გახარია მე მოვიყვანე პოლიტიკაში... ჩემი მეზობელია, გავიცანი და დავასაქმე" - გია ხუხაშვილი

"გახარია მე მოვიყვანე პოლიტიკაში... ჩემი მეზობელია, გავიცანი და დავასაქმე" - გია ხუხაშვილი

"გიორგი გახარია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით „ათი თავით მაღლა გამოიყურება“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული პერსპექტივის მატარებელია" - ამის შესახებ გადაცემაში „ნიუსრუმი“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„სისუსტეებსაც ვხედავ, მისი მთავარი აქტივია კრიზისმენეჯმენტი, ახერხებს ოპერატიული სიტუაციების ჩაქრობას, მაგრამ თუ დიდ სურათს შევხედავთ, ოპერატიულს კი აქრობს, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. პანკისში კი აიცილა გამწვავება იმ დღეს, მაგრამ თუ ჩვენ იქ განვითარებულ მოვლენების ბალანსს შევხედავთ, არ არის ეს ხელისუფლების, ან გახარიას სასარგებლოდ. ასე რომ, სტრატეგიულ მენეჯმენტში ის სუსტად გამოიყურება, მაგრამ სხვებზე უკეთესი არის, ბუნებრივია,“ - აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა ხელისუფლებაში ყველას გაუხარდება, თუმცა „ძალის ცენტრს“ ის სჭირდება - თუნდაც ოპერატიული ვითარებების ჩასაქრობად.

„მაგრამ გახარია სჭირდება გარკვეულ ჩარჩოებში, რადგან შს მინისტრის ხელში, თუნდაც ფორმალური მაღალი უფლებამოსილების კონცენტრირება გარკვეული ეჭვიანობის ნიადაგს ქმნის,“ - ამბობს ხუხაშვილი.

VIDEO: "გახარიას პოლიტიკაში შემოყვანა ჩემს კისერზეა, ჩემი მეზობელია და დავასაქმე" - აქვს თუ არა მას გაპრემიერების პერსპექტივა ხუხაშვილის აზრით?

პოლიტოლოგი ამბობს, რომ გიორგი გახარია არავის „პროექტი“ არ არის, პოლიტიკაში მისი შემოყვანას კი საკუთარ დამსახურებად აფასებს.

„პოლიტიკაში ის მე შემოვიყვანე, ჩემს კისერზეა ეს ამბავი. ის ჩემი მეზობელია და როგორც მეზობელი გავიცანი და დავასაქმე, თუმცა მხოლოდ მეზობელია, მე არანაირ დივიდენდებს აქედან არ ვიღებ,“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს