ავტორი:

თბილისში ავტოდრომი "ლილო-არენა" მოეწყობა - პროექტის დეტალები

თბილისში ავტოდრომი "ლილო-არენა" მოეწყობა - პროექტის დეტალები

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 66 მიმდინარე, 336 დაბლოკილი, 865 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ ერთ-ერთ შეთანხმებულ იდეას გთავაზობთ, რომელიც საავტომობილო სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის მოწყობას გულისხმობს.

„პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან - ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არცერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები, ქვეითები და სხვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე.

კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ-ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადებაც, რომელსაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც თავის მხრივ შესაბამისი ევრო დირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის საერთაშორისო მისიების) მომზადება-გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო