ავტორი:

კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში არსებულ „თბილისის კრეატიულ ცენტრში“ Boot Camp დაიწყო

კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში არსებულ „თბილისის კრეატიულ ცენტრში“ Boot Camp დაიწყო

თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, Boot Camp- ის ფარგლებში სტარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა, ინტენსიურ რეჟიმში იმუშაონ თავიანთ სტარტაპებზე და ტრენერების ინდივიდუალური მიდგომებით მოიძიონ ყველა მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია უშუალოდ მათი სტარტაპის განვითარებისა და კომერციალიზაციისათვის.

პროექტის მენეჯერის, ნუცა ადამიას ინფორმაციით, „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან, „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ პროექტის ფარგლებში, სადაც პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჰენლის ბიზნესის სკოლა. მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტი ამზადებს სტარტაპერებს და ეხმარება მათ იდეის გენერირებაში, განვითარებასა და კომერციალიზაციაში.

პროექტი „თბილისის კრეატიული ცენტრის“ ფარგლებშიც ხორციელდება, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. თბილისის კრეატიული ცენტრის პროექტი იყოფა რამდენიმე ეტაპად, თითოეული ეტაპი არის გათვლილი პროექტში ჩართული მონაწილეების საჭიროებიდან გამომდინარე. პროექტ არტ ინკუბატორის ფარგლებში მონაწილეები ინდივიდუალურად იღებენ სრულ ცოდნას სტარტაპ იდეების ჩამოყალიბების განვითარებისა და კომერციალიზაციის გზების შესახებ.

„პროექტის ორი ეტაპი უკვე დასრულებულია. პირველი ეტაპი იყო არტ ინკუბატორი, ხოლო მეორე ბიზნეს კლინიკა. 13 მაისს გაიხსნა იხსნება Boot Camp, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერები შეძლებენ, ინტენსიურად იმუშაონ უშუალოდ თავიანთ იდეაზე, მოამზადონ ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, გაივითარონ ის უნარები, რაც Idea Fest-ზე გამოსასვლელად სჭირდებათ. Idea Fest პროექტის მეოთხე ეტაპია, დემო დღე, სადაც პროექტის მონაწილეები უშუალოდ წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს,“ - აცხადებს პროექტის მენტორი გიორგი კინწურაშვილი.

მისი განმარტებით, პროექტის მიზანია, იპოვნოს რაც შეიძლება კრეატიული და დიდი პოტენციალის მქონე იდეები.

„მონაწილეებმა იდეის ჩამოყალიბების ეტაპი უკვე გაიარეს, რაშიც ჩვენ დავეხმარეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ეფექტური პრეზენტაციების მომზადებაში შევუწყოთ ხელი. შედეგად კი პროექტის მონაწილეები ბრიტანეთის საერთაშორისო კონკურსისთვის უკეთ მოემზადონ“, - დაამატა მან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი