ავტორი:

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს

სიყვარული ძალიან არაპროგნოზირებადი და აქედან გამომდინარე ამოუცნობი ფენომენია. მეცნიერებმა ბევრი იკვლიეს და დაასკვნეს, ძირითადად 3 წელიწადს ძლებსო, თუმცა არიან გამონაკლისებიც. როდესაც ვნებები ცხრება, მერე ერთმანეთის პირისპირ ორი სხვადასხვა ადამიანი რჩება თავისი ხასიათებით – ღირსებებითა და ნაკლოვანებებით და ყველაფერი დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ როგორ აეწყობა ამ ორი ინდივიდის ურთიერთობა. სიყვარული ორი ადამიანის ერთმანეთისთვის თვალებში ცქერა კი არა, ორი ადამიანის გვერდიგვერდ სიარულია რაღაც მესამისკენო, ასეთი გამოთქმაც არსებობს. ეს რაღაც სიყვარულია, სიყვარული როგორც ღმერთი.

როგორი წყვილები რჩებიან ერთად დიდხანს? წყვილები, რომლებიც ერთად თამაშობენ? წყვილები, რომლებიც ერთად ლოცულობენ? გაწერილი რეცეპტი არ არსებობს, ბაყაყების პრინცებად გადაქცევის ზღაპრებში წამიკითხავს, მაგრამ რეალობაში პირიქით ვერსიას უფრო ხშირად ვაწყდები. როდესაც ცეცხლი ქრება, "ბაჭიები" და "გოჭუნები" "ღორებად" და "ვირებად" იქცევიან ხოლმე, თუმცა მაინც არსებობს რაღაც ზოგადი სიმპტომები, რომლითაც შეგიძლიათ დაახლოებით მაინც განსაზღვროთ ის პრინცი ან პრინცესა, ახლა რომ თვალებაჟუჟუნებული შესცქერით ბევრი კოცნის შემდეგ, ისევ თქვენს მეორე ნახევრად დარჩება, თუ მაინც ბაყაყი უნდა შეგრჩეთ ხელში.

მაშ, ასე - 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გასტანს:

1. ერთად მოგზაურობთ

თუნდაც ფინანსურად დიდად არ გილხინდეთ, ამაზე უარი არასოდეს თქვათ. არ არის საჭირო მაინცდამაინც ძვირადღირებული ტურები დაგეგმოთ, ბიზნეს კლასით იფრინოთ და კრუიზით გაისეირნოთ, გარემოს შეცვლა აუცილებელია. როცა ხვდებით, რომ ერთფეროვნება და რუტინა ყელში ამოგივიდათ, რომანტიული "უიქენდი" დაგეგმეთ, შეგიძლიათ ქალაქგარეთაც გახვიდეთ, სოფლის სიმშვიდეს ეზიაროთ, დალაშქროთ მთები, ტყეები, ტბები. ქვეყნიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ რაღაც ახლის ნახვა, განცდა, განსაკუთრებით კი იმასთან ერთად, ვინც გიყვართ. შექმენით ლამაზი მოგონებები, რომლებიც წლები გაგყვებათ თან. სახლის ლაგება და ჭურჭლის რეცხვა არც ისე კარგი მოსაგონარია.

2. ერთად იცინით

ცხოვრება რთულია და თუ გინდა, თავი გაართვა, დამოკიდებულება უნდა შეცვალო. ჰესე წერდა, ან იუმორით უნდა შეხედო ყველაფერს, ან თავი უნდა მოიკლაო. თუ სიკვდილი გინდა, არავინ გიშლის, გაუყარე თავი ყულფში, მაგრამ თუ ცხოვრება გადაწყვიტე, შენი საზრუნავი ცხოვრება უნდა იყოს მხოლოდ და მეტი არაფერიო.

სიცილი ერთგვარი თერაპიაა, იგი გვკურნავს, გვაჯანსაღებს და ენერგიით გვავსებს. თუკი თქვენ ახერხებთ დაძაბული სიტუაციის მხიარული კომენტარით განმუხტვას და ახერხებთ გააცინოთ ერთმანეთი, უამრავ სირთულეს, რომელიც ურთიერთობებს თან ახლავს, უფრო მარტივად დასძლევთ. ეცადეთ, ეს არ დაივიწყოთ. წაიკითხეთ სრულად

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - "დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) "