ავტორი:

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

ის, რაც სხვებში გვაღიზიანებს, საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება - კარლ იუნგი

ეს ტესტი მეოცე საუკუნის ცნობილი უნგრელი ფსიქიატრის ლეოპოლდ ზონდის მიერაა შედგენილი. იგი იმდენად პოპულარული იყო 30-40-იან წლებში, რომ როცა ნაცისტებმა ოჯახთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკის გზას გაუყენეს, ორიათასმა ამერიკელმა გადაიხადა მისი გამოსასყიდი თანხა. იგი ძალიან ძლიერ ფსიქიატრად მიიჩნეოდა, თუმცა სამწუხაროდ მისი შრომების უმეტესობა შემონახული არ არის, ამიტომ თანამედროვე სამყაროში შედარებით ნაკლებად იცნობენ. სამაგიეროდ, ეს ტესტია იმდენად ცნობილი, თუ დღემდე არ გაგიკეთებიათ, პირადი ფსიქოანალიტიკოსი "სამსახურიდან გყავთ დასათხოვი".

ზონდი მიიჩნევდა, რომ ყველა მენტალური გადახრის ერთი თეორიით ახსნა შეიძლებოდა. მისი თეორია "დრაივის თეორია" გახლდათ. იგი ფიქრობდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი 8 სახის დრაივი, რომელთა იმპულსების ჩახშობა-არ ჩახშობით იქმნებოდა ადამიანის ხასიათი და ზონდმა ეს დრაივები ფსიქიკურ დაავადებებს შეუსაბამა. მაგალითად, ემოციები, რომლებიც შემდგომში ბოღმისა და შურის სახით ამოხეთქვენ ხოლმე, ეპილეფსიურ დრაივად მოიაზრება.

ფსიქიატრი ამ დრაივებს ერთად აჯგუფებდა და მერე თითოეულ დრაივს თავის თავში შლიდა. მაგალითად, სადისტური დრაივი თავის თავში მოიცავდა სხვების მიმართ სადისტურ გამოვლინებებს და საკუთარი თავის მიმართ სადისტურ გამოვლინებებს – მაზოხიზმს. გარდა ამისა, კლასიფიკაცია ხდებოდა იმის მიხედვითაც, ეს ადამიანები ყველასთან გამოხატავდნენ ამ იმპულსებს, თუ მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ირჩევდნენ მსხვერპლად. ზოგჯერ დრაივი მხოლოდ დამახინჯებული ფორმით არ მჟღავნდება, თუკი მოხდა იმპულსების ჩახშობა, ეს მენტალურ დაავადებებს იწვევს, თუმცა ჯანსაღ სექსუალურ იმპულსად ან პერსონალურ ამბიციადაც შეიძლება გამოვლინდეს.

ეს ტესტი ფსიქიატრიის უმთავრეს პრინციპზეა დაფუძნებული, რომ ის თვისებები, რაც ჩვენ სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს, არის თვისებები, რომელიც საკუთარ თავში გვაღიზიანებდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე და მისი ცნობიერიდან განდევნა მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ ზონდიც პაციენტებს იმ ფსიქოპატების ფოტოებს უჩვენებდა, რომლებშიც ეს დრაივები ძალიან აშკარად იყო გამოვლინებული და ამ გზით მათ მიერ უარყოფილი და ქვეცნობიერში გადატანილი იმპულსების ზედაპირზე ამოტანას ახერხებდა, მოკლედ ბნელ მხარეებს შიფრავდა.

სანამ ტესტზე გადახვიდოდეთ, საჭიროა იცოდეთ:

რეპრესია, უარყოფა და სუბლიმაცია ადამიანის ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმებია. რეპრესიას ის სურვილები და ფიქრები, რომლებიც გვაწუხებს, ქვეცნობიერში გადააქვს, უარყოფა - ის მენტალური პროცესია, როცა ჩვენ აბსოლუტურად უარვყოფთ ჩვენს იმპულსებს და რადიკალურად განსხვავებულ, საწინააღმდეგო ქცევას ვიძენთ, სუბლიმაციის დროს კი ამ ჩახშული იმპულსების სოციალურად მისაღებ ქმედებად გარდაქმნა ხდება და იგი ვლინდება ადამიანის შემოქმედების, ჰობის, პროფესიის და ა.შ. სახით.

ინსტრუქცია: ფოტოზე გამოსახულია 8 ადამიანი და მათგან ამოირჩიე ორი ისეთი, რომლის გარეგნობაც ყველაზე მეტად გაშინებთ ან ისეთ ზიზღს იწვევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოგინდებოდათ მასთან შეხვედრა, განსაკუთრებით კი მარტოს ქუჩაში ღამით, შემდეგ კი განმარტება ნახე.

გაითვალისწინეთ: ტესტის პასუხს დიაგნოზად და საკუთარ თავს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანად ნუ ჩათვლით. თავდაცვითი მექანიზმები ყველას გვაქვს და რეპრესიას, უარყოფას და სუბლიმაციასაც გარკვეულ დონეზე ყველანი ვეწევით.

მაშ ასე, ვირჩევთ იმ ადამიანს, რომლის სახის დანახვა ყველაზე მეტად გვთრგუნავს

ნახეთ პასუხები

"ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა..ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ასე აჯობებს..." - მზია ორველაშვილი ქმარს დაშორდა

თეა წულუკიანმა  ქალიშვილთან ერთად იუსტიციის სახლი გახსნა - დედა-შვილის ახალი ფოტოები

ხელის თხოვნა მყინვარწვერზე -  რომანტიკული სიყვარულის ამბავი და წყვილი, რომელიც სოციალური ქსელების  ფავორიტი გახდა