ავტორი:

გურჯანის მერის წარმომადგენელს თანასოფლელებმა შესრულებული სამუშაო დაუწუნეს და სცემეს

გურჯანის მერის წარმომადგენელს თანასოფლელებმა შესრულებული სამუშაო დაუწუნეს და სცემეს

სოფელ ჩუმლაყში გურჯანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, შესრულებული სამუშაო დაუწუნეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საქმე ეხება ერთ-ერთ უბანში გზის რეაბილიტაციას, რა დროსაც ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა. შემთხვევის გამო, მხარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, რუაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს დაზარალებულს. მისი განმარტებით,თანასოფლელ ბერულაშვილებთან ინციდენტი გაუგებრობა იყო.

ფაქტს სწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს