ავტორი:

"11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი საკუთარ მე-40 იუბილეზე

"11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი საკუთარ მე-40 იუბილეზე

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია. მუსიკოსი 40 წლის გახდა, რასთან დაკავშირებითაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი ცხოვრების 39 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც... მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ მაინც დაუკრავთ ტაში ჩემთვის და ჩემი ორკესტრისათვის ძალიან მიყვარს, ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის!!!ჰო, ხშირად არ ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ზოგჯერ ვაგვიანებ რეპეტიციაზე, ხანდახან მეგობრებისთვის ნაკლებად მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებ ან უბრალოდ გულში ვიტოვებ იმას, რისი თქმაც და გამოხატვაც მერიდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ ყველამ: ერთი წამით არ დამენანება სიცოცხლე თუ საპირწონედ თქვენი კარგად ყოფნა იდგება. ამას ვამბობ ღმერთის წინაშე გულწრფელად.

40 წლის გავხდი. უცებ გაირბინა ცხოვრების ნახევარმა, იმ ნაწილმა, რომელთან გამოთხოვებაც, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მიჭირს. მინდა ჩემში არ გაქრეს ახალგაზრდული სულისკვეთება და გაოცების უნარი. ჯერჯერობით ვუმკლავდები და იმედი მაქვს თქვენც, ჩემიანები ამაში მომეხმარებით! არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ სახსრებს და ამიტომ დღემდე არ გამაჩნია არც საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ჩემი ერთადერთი რაჭის სახლიც თითქმის ინგრევა, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ პოზიციას და ამიტომ არც ერთი მთავრობისგან არ მიმიღია ორკესტრისათვის გარემონტებული დარბაზი და განსაკუთრებული პირობები, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ კარიერას და ამიტომ ბევრჯერ მითქვამს უარი მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე, რაც ჩემი ორკესტრისთვის ყურადღებას მოკლების სანაცვლოდ იქნებოდა...

რაღაცას ვნანობ, რაღაცით ვამაყობ, რაღაც მიხარია, ზოგჯერ მწყინს, მაგრამ ერთი რამ არის, რაც მაცოცხლებს - ყველაფერში მინდა სიკეთის და დადებითის დანახვა, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული აზრის გააზრებას და ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ ჩემი გონება სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გულის ტყვედ დარჩეს! და როდესაც აღარ ვიქნები ერთადერთი, რაც მაიმედებს არის ჩემი მუსიკა, რომელიც მინდა ისეთი შევქმნა, რომ მერეც ჟღერდეს. ეს საკუთარი თავისთვის მიცემული ყველაზე რთული დავალებაა და უკანასკნელ ღამეს სახლში დედაჩემის ცხედართან მარტოდ დარჩენილი მის სულს ეს შევეხვეწე... თქვენ კი ყველას გისურვებთ მშვიდობას და განუზომელ სიკეთეს თქვენში, თქვენით და თქვენთვის!"

"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

"წინანდალი, 2001 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?