ავტორი:

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს "საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააარსა. ასოციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA), რომელიც წელს უკვე მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.

მიმდინარე წლის 7 ივლისს, 19:00 სთ-ზე თბილისში კონცერტს უმასპინძლებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი (დირიჟორი გიორგი ჟორდანია).

წლევანდელ საზეიმო მარათონზე უკვე მეორედ წარსდგება საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად. მთელი საქართველოს მასშტაბით, შეირჩა 14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი.

ბათუმის ღონისძიება (MISA GRAND PRIX 2019) 2019 წლის 20 ივლისს საღამოს 19:00 საათზე ჩატარდება საზაფხულო თეატრში, ბათუმში. საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიურ ორკესტრს უხელმძღვანელებს დირიჟორი-გიორგი რევიშვილი. თბილისისა და ბათუმის გარდა ღონისძიებებს უმასპინძლებს საქართველოს სხვა ქალაქებიც მათ შორის რუსთავი(3 ივლისი), მცხეთა(12 ივლისი), ქუთაისი(17 ივლისი), ჩოხატაური(18 ივლისი).

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო. ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.

MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარები, ორკესტრის რეპეტიციები და მასტერკლასები - „ნანა იაშვილი (ვიოლინო, გერმანია), სვეტლანა უსაჩოვა (რუსეთი, ჰობოი), ანდრეი შამილანოვი (რუსეთი, ფაგოტი) მალიკა მუხიტდინოვა (ყაზახეთი, ფლეიტა), მაესტრო ჟან - პიერ შმიტი (აშშ-საფრანგეთი), ხავიერ ოვიედო (საქსაფონი, აშშ) და ანდრეი კორობეინიკოვის ლექცია-კონცერტი „სკრიაბინის საფორტებიანო სონატები“. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.

MISA-ს უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება