ავტორი:

ხმაური ზუგდიდში - ერთმანეთს ნიკა მელია და პოლიციელები, ასევე, საკრებულოს წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ხმაური ზუგდიდში - ერთმანეთს ნიკა მელია და პოლიციელები, ასევე, საკრებულოს წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დეპუტატი ნიკა მელია და სამართალდამცველები, ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები. საკრებულო ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განმარტებით, ისინი "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მისი თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოში ჟურნალისტები არ შეუშვეს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალიას ცნობით კი, მდგომარეობა გაერთიანებული ოპოზიციის პროვოკაციების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, გვასალიას განმარტებით, მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. გაერთიანებული ოპოზიციის წერილი კი, რომელშიც გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, არსებული ინფორმაციით, დარეგისტრირდა.

როგორ გამოიყურება ათონელის რეზიდენციის ჭაღი, რომელშიც პრეზიდენტმა 59 000 დო­ლა­რი გადაიხადა

"დღე, როდესაც ყველა კარგ ხასიათზეა" - როგორ ჩატარდა "ქართული ღვინის ფესტივალი 2019"

დაპირისპირება ზუგდიდში - "ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს