ავტორი:

ბერძნული მედია - ათენში 29 წლის ქართველი ქალი გაგუდული იპოვეს

ბერძნული მედია - ათენში 29 წლის ქართველი ქალი გაგუდული იპოვეს

ქალაქ ათენის გარეუბანში, კალითეაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა ant1iwo.com იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, გაგუდულია.

გარდაცვლილს ნათესავები წინა დღიდან ეძებდნენ და როდესაც არ გამოჩნდა, დეიდა მის საცხოვრებელ ბინაში ხელოსნის დახმარებით შევიდა, სადაც ის გარდაცვლილი დახვდა.

პოლიციის ცნობით, ქართველი ნათესავებისთვის მისი მკვლელის ვინაობა ცნობილია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იხილეთ ვიდეო: ათენში 29 წლის ქართველი გოგო მოკლეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"