ავტორი:

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის მიზეზად ვაშინგტონში მგზავრებისა და ეკიპაჟის წინაშე არსებულ საფრთხეებს ასახელებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს.

„აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული, რის გამოც აუცილებელია ავიარეისების დაუყოვნებელი შეჩერება“, - ნათქვამია აშშ-ის ტრანპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. შედეგად ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში კონკრეტული კომპანია ნახსენები არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ის ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ეხება.

მოგვიანებით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აკრძალვა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელ ხალხსა და ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე