ავტორი:

ლადო კახაძე - "როცა ორსულს ვხედავ, წარმატების მოლოდინი მაქვს... ჩემი საქართველო ასე მინდა დავინახო: შვას კეთილი და იმედიანი მომავალი"

ლადო კახაძე - "როცა ორსულს ვხედავ, წარმატების მოლოდინი მაქვს... ჩემი საქართველო ასე მინდა დავინახო: შვას კეთილი და იმედიანი მომავალი"

მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ამბობს რომ, პარლამენტში არა ლადო კახაძე, არამედ ის ადამიანები შედიან, ვინც მას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ კანდიდატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

"მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველადი პროფესიით. როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს. ჩემი საქართველო მინდა ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი.

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველაფერი ის, რაც იქნება სამერმისეთში გადასატანი, კარგს გადავიტან. ცუდს ან გავანეიტრალებ, ან ამ ცუდის მიმართ სწორი შეხედულება გვექნება, გამოსწორების გზებსაც დავსახავთ და ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ.

მარტო ლადო კახაძე არ შედის პარლამენტში, ის ადამიანები შედიან, ვინც ლადოს გამოიყენებენ. მათი ტრიბუნა და მათი ტკივილის გამხმოვანებელი უნდა გავხდე. ეს ჩემთვის არახალია. ჩემმა ასაკმა რომ გამოცდილებები დამიგროვა, ეს კიდევ ერთი პლუსია", - განაცხადა კახაძემ "ნიუსრუმში".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები