ავტორი:

"სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს..." - ვინ იყო 29 წლის ქუთაისელი გოგონა, რომელიც საბერძნეთში მოკლეს

"სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს..." - ვინ იყო 29 წლის ქუთაისელი გოგონა, რომელიც საბერძნეთში მოკლეს

ქალაქ ათენის გარეუბანში, კალითეაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილს ნათესავები წინა დღიდან ეძებდნენ და როდესაც არ გამოჩნდა, დეიდა მის საცხოვრებელ ბინაში ხელოსნის დახმარებით შევიდა, სადაც ის გარდაცვლილი დახვდა.

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალი წარმოშობით ქუთაისელი ქეთი სუთიძეა. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალი საბერძნეთში წლების წინ წავიდა. მისი თქმით, სუთიძე სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.

"ქეთი ქუთაისიდან წლების წინ წავიდა. კლასელები ვიყავით. მე-9 საჯარო სკოლაში დავდიოდით. აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ და რაც ტელევიზიით გავრცელდა, მეტი არაფერი ვიცით"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. ქეთი სუთიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლეა დაკავებული, თუმცა ამ თემაზე გოგონას ახლობლებს ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ. ახლობლების თქმით, გარდაცვლილს ქუთაისში ექსპერტიზის შემდეგ ჩამოასვენებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ