ავტორი:

"არ ვიცი მიზანი ამოძრავებს პავლეს, თუ კეთილშობილურად უდგას გვერდში მაკას" - ვინ არის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი

"არ ვიცი მიზანი ამოძრავებს პავლეს, თუ კეთილშობილურად უდგას გვერდში მაკას" - ვინ არის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი

პოპულარულ ქართულ ტელესერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”, ახალი პერსონაჟების გამოჩენას ყოველთვის დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ბოლო ეპიზოდებში მაყურებლის ყურადღება მიმტანმა მიიპყრო, რომელიც მოულოდნელად ნინო კასრაძის გმირის, მაკა ანჯაფარიძის “მხსნელად” მოგვევლინა.

პავლეს როლს თეატრის მსახიობი გიორგი ოქრუაშვილი თამაშობს და მაყურებელი მოუთმენლად ელის, რა მოხდება ახალი პერსონაჟის ცხოვრებაში.

- გიორგი, როგორ მოხვდით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ სერიალში გამოჩენის შემდეგ?

- დამირეკა ქასთინგ მენეჯერმა ეკა მჟავანაძემ და შემატყობინა, რომ როლზე დამამტკიცეს.

რაც შეეხება ცვლილებებს, არაჩვეულებრივ პარტნიორებთან თამაშის, რეჟისორებთან მუშაობის და სტაფთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ თეატრზე მეტი მაყურებელი ჩვენს დროში კინოს ჰყავს. სერიალში მონაწილეობის შემდეგ გაიზარდა თქვენი ცნობადობა? ამჩნევთ ამას?

- რა თქმა უნდა, გაიზარდა და ეს ბუნებრივიცაა. თეატრში ნათამაშები 10 როლიდან იშვიათად გცნობენ, როცა საკმარისია, ეკრანზე გამოჩნდე და მაშინვე ფართო მასებისთვის ცნობადი ხდები.

- პავლესა და გიორგის შორის რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ? მსგავს სიტუაციაში მოიქცეოდით თუ არა ისე, როგორც თქვენი პერსონაჟი მოიქცა?

- ყოველთვის, როცა რეალურ ცხოვრებაში ვაწყდები უსამართლობას, მეც ყოველთვის ასე ვიქცევი. მაგრამ მაინც, კონკრეტულად როგორ მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში, ვერ გეტყვით.

ჯერჯერობით არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან არ ვიცი რეალურად ამ პერსონაჟის ზრახვები, რაიმე მიზანი ამოძრავებს თუ კეთილშობილურად უდგას გვერდში მაკას წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

ქეთა თოფურია საყვარელ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში ისვენებს - რუსული ბომონდის არდადეგები კარანტინის შემდეგ