ავტორი:

სოფელ აკურის სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა - "ბავშვები მუცლის ტკივილით, გაბრუებით, ღებინებით და თავის ტკივილით შემოიყვანეს"

სოფელ აკურის სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა - "ბავშვები მუცლის ტკივილით, გაბრუებით, ღებინებით და თავის ტკივილით შემოიყვანეს"

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა. 12 წლამდე მოზარდებმა, სავარაუდოდ, გაზით მიიღეს ინტოქსიკაცია. ისინი თავის ტკივილითა და ღებინებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშო მოათავსა.

ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე სტაციონარში რჩებიან.

"შემოიყვანეს სამი ბავშვი, მუცლის ტკივილით, გაბრუებით, ღებინებით და თავის ტკივილით. ბავშვები ამას თვითინ უკავშირებენ მძაფრი სუნის მქონე ჰაერს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ყველა მათგანი რჩება სტაციონარში“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მაია მრელაშვილმა.

აკურის აკოლაში აცხადებენ, რომ შენობაში ბუნებრივი აირი არ არის, თუმცა მომხდარს ცენტრალურ მაგისტრალზე გაზით დატვირთული მანქანის გავლას უკავშირებენ, რა დროსაც ძლიერმა სუნმა ეზოში მყოფი მოზარდები მოწამლა.

"სკოლის შენობაში გაზი არ არის. ვფიქრობ, უბრალოდ ბავშვები სუნზე დაპანიკდნენ, რადგან ბუნებრივი აირის სუნი არამარტო სკოლის გარეთ, არამედ მეზობელ სახლებშიც იგრძნეს. ვფიქრობთ, გაზით დატვირთულმა მანქანამ გაიარა, რომელმაც მძაფრი სუნი დატოვა ", - განმარტა აკურის საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა შიუკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი