ავტორი:

ულამაზესი მდიდრული კუნძული, სადაც არაერთი პოპულარული თურქული სერიალია გადაღებული - "შინის" ექსკლუზიური ფოტოები

ულამაზესი მდიდრული კუნძული, სადაც არაერთი პოპულარული თურქული სერიალია გადაღებული - "შინის" ექსკლუზიური ფოტოები

ალბათ ბევრი გსმენიათ სტამბოლზე, მის დიდებულებაზე, მრავალფეროვნებასა და მისტიურობაზე. ახლა, როცა მინდა სტამბოლის შესახებ გესაუბროთ, ვცდილობ ბანალური არ ვიყო, მაგრამ არც ორიგინალურობა გამომდის. როცა შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, მიჭირს სათანადო სიტყვების გამოძებნა, რათა ყველაფერი ისე აღვწერო, როგორც განვიცადე. ახლაც ვზივარ, თურქულ ჩაის ვწრუპავ, ოთახი ჟასმინის, ციტრუსის და სხვადასხვა ყვავილის არომატით არის გაჟღენთილი. იქნებ ეს მაინც დამეხმაროს, ყველა ჩემი ემოცია უცვლელად გადმოგცეთ.

ბევრი დაწერილა აია სოფიაზე, ტოპკაპის სასახლეზე, გიულჰანეს პარკზე, ბაზილიკა ცისტერნაზე, გალათას კოშკზე, დოლმაბაჰჩეს სასახლეზე, თუმცა ალბათ ცოტა გსმენიათ პრინცის კუნძულებზე, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარეობს და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

ამ კუნძულებზე მოსახვედრად, გალათას ხიდთან მდებარე ნავსადგურიდან ბორანს უნდა გაჰყვეთ. მგზავრობა სულ რაღაც 5 ლირა ღირს (ტურით წასვლა გაცილებით მეტი, დაახლოებით 100 ლირა დაგიჯდებათ). კუნძულზე მისასვლელად დაახლოებით ორი საათია საჭირო, ამიტომ თადარიგი ადრევე დაიჭირეთ და დილითვე გაემგზავრეთ). ბორანი ოთხ კუნძულზე ჩერდება, ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავი ბუიუქადას კუნძულია. ბიუიუქადა ნიშნავს „დიდ კუნძულს“ და ის მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის ცხრა კუნძულიდან ყველაზე დიდია.

ბიზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად, მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს. სხვათა შორის, სწორედ ამ კუნძულზეა გადაღებული არაერთი პოპულარული თურქული სერიალი.

მოდით, ჯერ მგზავრობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებს მოგიყვებით და შემდეგ კუნძულს დავუბრუნდეთ. როგორც გითხარით, კუნძულამდე მისასვლელად ორი საათი გჭირდებათ. ეს ორი საათი თითქოს ორ წამში გავიდა. როცა გემმა მარმარილოს ზღვაში შეცურა ზღვიდან მოტანილი მლაშე ჰაერი ჩავისუნთქე და მხოლოდ კუნძულზე შევძელი ამოსუნთქვა...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"