ავტორი:

ქართველი მწვრთნელის უპრეცედენტო ქცევამ ნორვეგიელები გადარია - "2 კაცი მოაკლო გუნდს და თავადაც 9 კაცით დაიწყო თამაში!"

ქართველი მწვრთნელის უპრეცედენტო ქცევამ ნორვეგიელები გადარია - "2 კაცი მოაკლო გუნდს და თავადაც 9 კაცით დაიწყო თამაში!"

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა საფეხბურთო ტურნირზე "დანა კაპზე" 1997 წელს დაბადებულთა ტურნირის 1/32-ფინალში "ვიტ ჯორჯიას" და ნორვეგიულ "სკანდსმოს" შეხვედრაში ისეთი რამ მოხდა, ტურნირის ჟიური საგანგებოდ შეიკრიბა და ქართული გუნდებისთვის მეტად უჩვეულო და საამაყო განჩინება გამოიტანა - ფეარ ფლეის სპეციალური პრიზი გადმოგვცა.

ნორვეგიელები ორი ავტობუსით წამოსულან თამაშზე და ერთს დაუგვიანია, ამიტომ მოედანზე 9 კაცით გამოვიდნენ. როცა ჩვენმა მწვრთნელმა ზაზა დიდებაშვილმა იკითხა, რა ხდებაო, მსაჯმა უთხრა – მატჩს ვერ გადავდებ, 9 კაცით ითამაშებენ, თქვენ კი ჩვეულებისამებრ, 11 ფეხბურთელი გამოიყვანეთო.

ზაზამ თარჯიმნის პირით უთხრა – ჩემს ცხოვრებაში არაკაცური არაფერი ჩამიდენია და არც ეგეთი მოგება მინდა, დაველოდოთო! მსაჯმა არ ქნა, განრიგს ვერ დავარღვევო. მაშინ დიდებაშვილმა 2 კაცი მოაკლო გუნდს და 9 კაცით დაიწყო თამაში! ნორვეგიელები გადაირივნენ, მობილურები მოიმარჯვეს და ყველამ რეკვა ატეხა - როგორც აღმოჩნდა, დანიის და ნორვეგიის ფედერაციებში რეკავდნენ, მსგავსი საქციელი არ გვახსოვს და მადლობა გვინდა ოფიციალურად გამოვუცხადოთო!

დანა ქაფის ჟიურიმ კი მატჩის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა – ამ ტურნირის 30-წლიან ისტორიაში მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს და ქართველი მწვრთნელი ფეარ პლეის საგანგებო თასით დავაჯილდოვოთო! სხვათა შორის, იმ ვაჟკაცურ ორთაბრძოლაში ჩვენებმა "სკანდსმო" 3:2 დაამარცხეს... წაიკითხეთ სრულად lelo.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ