ავტორი:

როგორია ზუგდიდიდან თბილისში გადმოყვანილი მოზარდის მდგომარეობა, რომელიც "ბოლო ზარის" დღეს ავარიის დროს დაშავდა

როგორია ზუგდიდიდან თბილისში გადმოყვანილი მოზარდის მდგომარეობა, რომელიც "ბოლო ზარის" დღეს ავარიის დროს დაშავდა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში გადმოყვანილი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ გოგიჩაიშვილმა განუცხადა, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, პაციენტზე მონიტორინგი გრძელდება და მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდება.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ძილის რეჟიმი გრძელდება. მდგომარეობა უცვლელია“, - განაცხადა თამარ გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ