ავტორი:

"7 თვის ფეხმძიმე უცემია, ქეთი ამას ბავშვების გამო მალავდა" - საბერძნეთში მოკლული გოგონა ყოფილი მეუღლისგან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო

"7 თვის ფეხმძიმე უცემია, ქეთი ამას ბავშვების გამო მალავდა" - საბერძნეთში მოკლული გოგონა ყოფილი მეუღლისგან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე, 32 წლის შალვა ქათამაძე უკვე დააკვა. ქეთი სუთიძე სამართალდაცველებმა ათენის გარეუბანში, სახლში გარდაცვლილი 15 მაისს იპოვეს. მას ყელზე ნაჭდევები აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ქამრით არის გაგუდული, ნივთმტკიცება საწოლის ქვეშ იპოვეს. სამართალდამცვეებმა გაუჩინარებული გოგონას ძებნა ახლობლების განცხადების საფუძველზე დაიწყეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა.

გარდაცვლილი გოგონას ახლობლებს მეუღლის ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარებათ. სოციალურ ქსელში სუთიძის ოჯახის ახლობელი წერს, რომ შალვა ქათამაძე მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. ქეთი სუთიძე კი ძალადობის ფაქტებს ოჯახს უმალავდა.

"ამდენ ხანს უფლება არ მქონდა მეთქვა რამე. ახლა თავს უფლებას ვაძლევ სათქმელი გითხრათ. ღმერთა მასეთი სიმწარე არ მოგაკლოთ ცხოვრებაში. თქვენ რა ადამიანები ყოფილხართ, ქალს რტყმევაში და ვირულ მუშაობაში ამოხდა სული, მაკა ხელისგულზე ატარდებდა. ქეთი არ მოწონდა დედაშენს და მამაშენს, სიგარეტს ეწევაო და შენი საქციელი მოწონდა? არაფერი იმალება, ჭკუიდან ვართ გადამდგარი, მიგალპეს მაგ ხელი, რომელიც ქეთისკენ წაიღე და მამაშენსაც, თქვენ მთელი ოჯახი ფსიქოპატები ყოფილხართ. თქვენ ოჯახის ფასი არ გცოდნიათ და ნურც გასწავლოთ ღმერთმა. ქეთის ცოდვა არ მოგასვენებთ მთელი ცხოვრება, როგორ გინდათ თავაწეულებმა იაროთ, სადისტებო, არაადამიანებო" - წერს გარდაცვლილის ახლობელი "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE გარდაცვლილის დის ოჯახს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, შალვა ქათამაძე გუშინ საბერძნეთის პროკურატურაში დაკითხვაზე ჰყავდათ.

"ამ ეტაპზე ცნობილია დამნაშავედ, თუმცა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ადრე არ ჰყვებოდა, არავინ იცოდა რა ხდებოდა ოჯახში და ვერავინ ატყობდა. ამ ბოლო დროს გვიყვებოდა, ქორწილის წინა დღესაც უცემია, 7 თვის ფეხმძიმე იყო, მაშინაც მაგრად უცემია. მის ტყუპის ცალს არაფერს უმხელდა, სანამ გაუსაძლისი მდგომარეობა არ შეექმნა. უკან ვერ გაბრუნდა ბავშვების გარეშე. სიკვდილი მირჩევნია მათ დატოვებასო და ფაქტი სახეზეა. მულმა წიხლი დაარტყა, სურათიც გვაქვს, როგორ აქვს თვალი დალურჯებული, დევს ეს საქმე პოლიციაში... მე ვთხოვე, რომ საჩივარი შეეტანა. ერთი წლის დაშორებულები იყვნენ ოფიციალურად, მაინც ცემაში ჰყავდა. უვარდებოდა სახლში, ქუჩაშიც ხვდებოდა და შეშინებული სახით გამოდიოდა, ადასტურებენ ბერძნებიც" -აცხადებს ჩვენთან საუბარში ქეთი სუთიძის დის დედამთილი.

მისი თქმით, ბავშვები მამის თანხმობის გარეშე საქართველოში ვერ მოჰყავდა, ამიტომ წამოსვლას ვერც ქეთი ახერხებდა. ამჟამად ოჯახი აპირებს, ადვოკატი აიყვანოს და მეურვეობა მათ მიიღონ.

ქეთი სუთიძეზე რომ მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა, ამას გარდაცვლილის მეგობრებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ქეთი სუთიძე შეურაცხყოფას ბავშვების გამო ითმენდა.

"ჩემი ქეთუსია აღარ მყავს, ჩემო საცოდავო, ტანჯულო, მე შენზე წარსულში ვერასოდეს ვილაპარაკებ ჩემო ბავშვობავ... ჩემო ხალისიანო მხიარულო და კეთილო, შენ ასეთი წამებით სიკვდილის ღირსი არ იყავი არააა... რა ვუყოთ კესოს რა, როდესაც ერთ წუთსაც არ იშორებდი გვერდიდან. ბავშვებზე სიგიჟემდე შეყვარებული დედა იყავი. ყველა პასუხს აგებს შენს და შენი ორი ანგელოზის წინაშე, ღმერთი დიდია და მჯერა, რომ დაისჯება! ძალიან მენანები ასეთი გაუხარებელი რომ მიდიხარ! ჩემო დატანჯულო განადგურებულო გოგო, მოუშუშებელი ტკივილი ხარ... არ მწამს წარსულში დარჩენილი ცრემლების. მარადიული ცრემლი და ტკივილი ხარ და იქნები მუდამ" - წერს "ფეისბუქზე" გარდაცვლილი გოგონას მეგობარი.

როგორც ცნობილია, დაკავებული შალვა ქათამაძე ამ დროისთვის ბრალს არ აღიარებს. ქეთი სუთიძეს ბავშვები - 6 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი დარჩა, რომლებიც ამ დროისთვის მამიდასთან ცხოვრობენ. გარდაცვლილს საქართველოში 21 მაისს გადმოასვენებენ.

"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა