ავტორი:

ხატია დეკანოიძე - ზუგდიდში ჩვენი წარმომადგენელი ჰაერში გასროლით დააშინეს

ხატია დეკანოიძე - ზუგდიდში ჩვენი წარმომადგენელი ჰაერში გასროლით დააშინეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ზუგდიდში ფაიფურის დასახლების ერთ-ერთ უბანზე მათი წარმომადგენელი დააშინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დეკანოიძემ განუცხადა. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ჰაერში გასროლას.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზოია ქვარცხავა ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მივიდა, რომ ჩვენება მისცეს. მისი თქმით, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც მედიასთან ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ჰაერში ისროლეს".

აღნიშნულ ქალთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები